ანა ფრან­კის სახ­ლი

ანა ფრან­კის სახ­ლი

15 წლის ანა ფრან­კი გახ­და ავ­ტო­რი გან­თქმუ­ლი დღი­უ­რე­ბი­სა, რო­მე­ლიც დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­შიც არ კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბას. გო­გო­ნა 1945 წელს, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში და­ი­ღუ­პა, გარ­და­იც­ვა­ლა მი­სი დაც, რო­მე­ლიც მას­ზე მხო­ლოდ 2 წლით უფ­რო­სი იყო. ანა ფრან­კის ოჯახ­ი ჰიტ­ლე­რის ოკუ­პა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ამ­სტერ­დამ­ში, ერ­თ-ერ­თი სახ­ლის სხვენში იმალებოდა. პა­ტა­რა გო­გო­ნას მი­ერ გად­მო­ცე­მუ­ლი გან­ცდე­ბი გახ­და კი­დევ ერ­თი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც ფა­შიზ­მის შემ­ზა­რავ ბუ­ნე­ბას ფარ­და ახა­და. ცნო­ბი­ლი­ა, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ნა­ცის­ტებ­მა ნი­დერ­ლან­დე­ბიც და­იპყ­რეს და ებ­რა­ე­ლებს და­უნ­დობ­ლად დევ­ნიდ­ნენ. ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის არ შე­იძ­ლე­ბო­და მა­ღა­ზი­ა­ში შეს­ვლა, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა, მათ ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე სიკ­ვდი­ლი ელო­დათ. ფრან­კე­ბის ოჯახს სხვენში ყოფ­ნა და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის მან­ძილ­ზე მო­უხ­და, ისი­ნი თავს ლო­ბი­ო­თი ირ­ჩენ­დნენ, ანას დე­და კი უარს ამ­ბობ­და სა­კუ­თარ საკ­ვებ­ზე, რომ შვი­ლე­ბი გა­და­ერ­ჩი­ნა. ანა და მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში, ნეს­ტი­ან, ბინ­ძურ სხვენში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ნა­ცის­ტებ­მა ყვე­ლა იპო­ვეს და ფრან­კე­ბის ოჯა­ხი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გა­გ­ზავ­ნეს. მათ შო­რის ცოცხ­ა­ლი მხო­ლოდ მა­მა, ოტო ფრან­კი გა­დარ­ჩა, რო­მელ­მაც შვი­ლის დღი­უ­რე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დღი­ურ­ში ანა ფრან­კი მოგ­ვითხ­რობს, თუ რო­გორ იყ­ვნენ შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი, გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი თვა­ლით ხე­დავ­და, რო­გორ გაჰ­ყავ­დათ მი­სი თა­ნა­მოძ­მე­ე­ბი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში, სა­ი­და­ნაც ცოცხ­ლე­ბი აღარ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ანამ ეს ტრა­გე­დია სა­ო­ცა­რი სი­მარ­თლი­თა და სი­ზუს­ტით გად­მოს­ცა. დღეს "ა­ნა ფრან­კის დღი­უ­რე­ბი" მსოფ­ლი­ო­ში ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პოპულარული წიგ­ნი­ა. 1947 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ანას დღი­უ­რი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ის მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ენა­ზე თარ­გმნეს და მსოფ­ლიო ბეს­ტსე­ლე­რად იქ­ცა. "ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მე მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გუ­ლის სიღ­რმე­ში კე­თი­ლე­ბი არი­ან" წერ­და ანა ფრან­კი, რომ­ლის სტრი­ქო­ნე­ბიც გულ­გრილს დღემ­დე არა­ვის ტო­ვებს. ომის შემ­დეგ ფრან­კე­ბის ოჯა­ხის სა­მა­ლა­ვი მუ­ზე­უ­მად გა­და­კეთ­და და მას "ა­ნა ფრან­კის სახ­ლი" უწო­დეს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს