ჟურნალი National Geographic 125 წლის გახდა

ჟურნალი National Geographic 125 წლის გახდა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ყოველთვიური გამოცემა National Geographic 125 წლის გახდა.

ჟურნალის პირველი ნომერი 1888 წელს გამოვიდა და მას შემდეგ მსოფლიოში უამრავი ადამიანის საყვარელი ჟურნალი გახდა. ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის ჟურნალის ფურცელზე მოხვედრა დიდი პატივია, რადგანაც ფოტოსურათს მსოფლიო აღიარება ერგება, ან სხვადასხვა გამოფენების საპატიო ჯილდოები გადაეცემა.

რედაქციის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად, ჟურნალში ყველა ის ფოტოსურათი დაიბეჭდება, რომელმაც სხვადასხვა დროს საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ოქტომბრის თვის გამოცემაში ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის, სტივ მაქქარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტო "ავღანელი გოგონაც" შევა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები