რა­ტომ ხუმ­რო­ბენ კონ­კურ­სან­ტე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც სექ­სსა და უწ­მა­წურ თე­მებ­ზე

რა­ტომ ხუმ­რო­ბენ კონ­კურ­სან­ტე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც სექ­სსა და უწ­მა­წურ თე­მებ­ზე

ცო­ტა ხნის წინ "კო­მე­დი გრუ­პის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით "რუს­თა­ვი 2-ზე" ახა­ლი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა და­იწყო - "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გე". გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყვე­ლას შე­უძ­ლი­ა, ასა­კიც შე­უზღ­უ­და­ვი­ა. ის, ვინც ჟი­უ­რის გა­ცი­ნე­ბას მო­ა­ხერ­ხებს, ჯილ­დოვ­დე­ბა ფუ­ლა­დი პრი­ზით, რომ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ათა­სი ლა­რი­ა. ჟი­უ­რის ძი­რი­თა­დი წევ­რი მსა­ხი­ო­ბი ნი­კა არა­ბი­ძე­ა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი იც­ვლე­ბი­ან. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ძი­რი­თა­დად ერ­თსა და იმა­ვე თე­მებ­ზე "ხუმ­რო­ბენ". რა­ტომ­ღაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ "სექ­სუ­ა­ლურ ამ­ბებ­სა" და გი­ნე­ბა­ზე ჟი­უ­რის გა­ე­ცი­ნე­ბა. ვე­სა­უბ­რებით ჟი­უ­რის ძი­რი­თად წევრს ნი­კა არა­ბი­ძეს:

- კმა­ყო­ფი­ლი ხართ იმ იუ­მო­რით, რა­საც წარ­მო­ად­გე­ნენ კონ­კურ­სან­ტე­ბი?

- ზო­გი მომ­წონს და ზო­გი არა, მაგ­რამ მინ­და უკე­თე­სი ნომ­რე­ბი ვნა­ხო. ზაფ­ხუ­ლო­ბით მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა ისეთ ხალ­ხთან, ვი­საც ძა­ლი­ან კარ­გი იუ­მო­რი აქვს, ამი­ტომ ვი­სურ­ვებ­დი, ასე­თე­ბი მოხ­ვდნენ ჩვენს პრო­ექ­ტში. 4 წუთ­ში ძნე­ლია იმის დად­გე­ნა, ვინ გა­მოგ­ვად­გე­ბა ჩვე­ნი გუნ­დის­თვის და ვინ არა, მაგ­რამ იყ­ვნენ კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც კარ­გი ნომ­რე­ბი ჰქონ­დათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. პრო­ექ­ტი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ა, ასა­კი არაა შეზღ­უ­დუ­ლი, 55 წლის მა­მა­კა­ციც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და 1.000 ლა­რიც მო­ი­გო. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა დრო რჩე­ბათ, ხუმ­რო­ბა აღარ აქვთ და სწო­რედ ამ დროს კარ­გა­ვენ მო­გე­ბულ თან­ხას. ვერ ხვდე­ბი­ან, სად უნ­და გა­ჩერ­დნენ. ვე­რა­ვინ იტყ­ვის, რომ დავ­ჩაგ­რე. ასი ლა­რის გა­მო გა­ცი­ნე­ბის­გან თავს არ შე­ვი­კა­ვებ.

- ყვე­ლა სექ­სსა და გი­ნე­ბა­ზე რა­ტომ ხუმ­რობს?

- ყვე­ლას ჰგო­ნი­ა, უწ­მა­წურ სიტყ­ვებ­ზე ვი­ღა­ცას გა­ე­ცი­ნე­ბა. იუ­მო­რის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის უხამ­სი თე­მე­ბი. ზოგ­ჯერ ესეც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ხალხს ვურ­ჩევ, არ წარ­მო­ად­გი­ნონ ისე­თი ანეკ­დო­ტე­ბი და ხუმ­რო­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც მა­ინ­ცდა­მა­ინც უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბი და თე­მე­ბი­ა. იმ ადა­მი­ანს, ვინც 1.000 ლა­რი მო­ი­გო, სა­ერ­თოდ არ უხ­სე­ნე­ბია უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვა, ის თან თა­მა­შობ­და იმას, რა­საც წარ­მო­ად­გენ­და. სწო­რედ ეს არის სა­სა­ცი­ლო.

ფსი­ქო­ლო­გი ჟა­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ 90-იანი წლების მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იუ­მო­რის გრძნო­ბა და­კარ­გა და ამის მა­გა­ლი­თია ის იუ­მო­რის­ტუ­ლი ნომ­რე­ბი, რა­საც ტე­ლე­ე­თე­რით გვიჩ­ვე­ნე­ბენ. ვა­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის იუ­მო­რი მას შუ­ა­ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პერ­ფორ­მან­სებს აგო­ნებს, სა­დაც მსა­ხი­ო­ბე­ბი დიდ­გვა­როვ­ნე­ბის­თვის სა­ცირ­კო წარ­მოდ­გე­ნებ­ზე ხუმ­რობ­დნენ და ამით ეუბ­ნე­ბოდ­ნენ სათ­ქმელს.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩა­ტარ­და სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ვა­ნო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და მი­შა ან­დღუ­ლა­ძის პერ­სო­ნა­ჟე­ბი (ნა­ნუ­ლი და გუ­რა­მი) ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონ­და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას. ამან შეგ­ვაშ­ფო­თა. ის იუ­მო­რი, რა­საც დღეს ჩვენ ვი­ღებთ ტე­ლე­ე­თე­რი­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რად არის გათ­ვლი­ლი იმა­ზე, რომ მა­ყუ­რე­ბელ­მა არ იაზ­როვ­ნოს. იუ­მო­რი ინ­ტე­ლექ­ტის ნი­შა­ნია და ამა­ზე უამ­რა­ვი ნაშ­რო­მია შექ­მნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა "გა­ა­ცი­ნე და მო­ი­გეს" კონ­კურ­სან­ტებს, რა­ტომ ხუმ­რო­ბენ ისი­ნი სექ­სსა და უწ­მა­წურ თე­მებ­ზე... ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია არა­რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო ხდე­ბო­დეს, მაგ­რამ არა­ვის გა­მო­უკ­ვლე­ვია რე­ა­ლუ­რად, აკ­ლი­ათ თუ არა სექ­სი ქარ­თვე­ლებს. სექ­სი ისე­თი ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მა­ა, რომ ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მას­ზე სა­უ­ბარს შე­უ­რაცხ­ყო­ფად აღიქ­ვამს და, შე­საძ­ლო­ა, ამი­თაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი ამ თე­მა­ზე ხუმ­რო­ბა. კა­ხუ­რი სოფ­ლის იუ­მო­რიც სწო­რედ უწ­მა­წურ თე­მებ­ზეა გათ­ვლი­ლი. ამ ბო­ლო დროს უფ­რო მე­ტი სტიგ­მა გა­მოჩ­ნდა ასეთ სა­კითხ­ებ­ში. ხალ­ხი კი იმა­ზე ხუმ­რობს, რა­ზეც სა­ჯა­როდ კრი­ტი­კუ­ლი ლა­პა­რა­კი აკ­რძა­ლუ­ლია და ამი­ტომ ფიქ­რო­ბენ, რომ ვი­ღა­ცას გა­ე­ცი­ნე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი იუ­მო­რი სა­ცირ­კო იუ­მო­რის დო­ნე­ზე და­ვი­და, ასე­ვეა რუ­სუ­ლი იუ­მო­რის დო­ნეც. ეტყ­ო­ბა, 90-ი­ან წლებ­ში ისეთ ცუდ პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩნდით, რომ იუ­მო­რის გრძნო­ბა დავ­კარ­გეთ, რო­ცა ეს იკარ­გე­ბა, სენ­ტი­მენ­ტა­ლიზ­მში, ნარ­ცი­სიზ­მში ვარ­დე­ბი და სა­კუ­თა­რი თა­ვის კრი­ტი­კის უნარს კარ­გავ. შე­იძ­ლე­ბა ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ მსხვერ­პლის როლ­ში "შე­ვი­ჭე­რით". თვი­თი­უ­მო­რი დავ­კარ­გეთ, რაც დი­დი პრობ­ლე­მაა ერის­თვის.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)