ირმა გიგანი - "ზოგადი უნარები არაფერ შუაშია მუსიკოსთან თუ მხატვართან"

ირმა გიგანი - "ზოგადი უნარები არაფერ შუაშია მუსიკოსთან თუ მხატვართან"

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა ის პირები დაასახელა, რომელთა გამოც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. როგორც რატიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ შორის არიან პიანისტი ირმა გიგანი და მომღერალი ბორის ბედია... ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრა ახალგაზრდა, წარმატებული პიანისტი - ირმა გიგანი.

- მე ძალიან მომწონს და სრულიად ვემხრობი ამ კანონპროექტს... ზოგადი უნარები აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის მუსიკოსთან თუ მხატვართან. საქართველოში ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ბავშვები გვყავს, რომლებსაც მთელ მსოფლიოში გააქვთ ქვეყნის სახელი. ამ ბავშვებს წელიწადში შეიძლება ათასი კონცერტი, გამოფენა თუ სპექტაკლი ჰქონდეთ და ვეღარც მოასწრონ ზოგადი უნარებისთვის მომზადება. ამისთვის ელემენტარულად არ სცალიათ. მაშინ, როდესაც თავის სპეციალობას ასი ქულით აბარებენ, დამოკიდებული უნარებზე ხდებიან, რაც უსამართლობაა... აქედან გამომდინარე ძალიან მიხარია, სწორად და პროფესიონალურად რომ გაიგეს ყველაფერი, ახალი კანონპროექტის შესახებ ვინც მიიღო გადაწყვეტილება.

- თქვენ უკვე მოიპოვეთ აღიარება და გინდათ თქვათ, რომ წარმატებისთვის დღესაც იმდენი შრომა გიწევთ, რომ ზოგად უნარებში მოსამზადებლად ვერ მოიცალეთ?

- ძალიან ბევრი შრომა მჭირდება ყოველდღიურად... 5 წლიდან ვმართავ კონცერტებს შეუჩერებლად და წლის განმავლობაში აუარებელი კონცერტები მაქვს საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომაც ძალიან ბევრ რამეს ვერ ვასწრებ, რადგან სულ კონცერტებში და კონკურსებში ვარ. წელს, კონსერვატორიის მისაღებ გამოცდებზე ჩემი სპეციალობა ასი ქულით ჩავაბარე. ასეთ ბავშვებს, ვინც ასი ქულა ავიღეთ სპეციალობაში და დრო არ გვქონდა უნარებში მოსამზადებლად, პრობლემები შეგვექმნა. იქაც ორ ქულაზეა სულ საუბარი, რის გამოც მეტად წარმატებულ ბავშვებს შეიძლება შეფერხება ჰქონდეთ. ამიტომაც გაიგზავნა წერილები კონსერვატორიიდან და სამხატვრო აკადემიიდან, აბსოლუტურად სწორი ახსნით. ზოგადი უნარები თან მხოლოდ საქართველოშია მისაღებ გამოცდებზე. მე პირადად ძალიან ბევრ მიწვევებს ვიღებ სხვადასხვა ქვეყნის კონსერვატორიიდან და ზოგადი უნარები უცხოეთში საერთოდ არ იციან, რა არის. ვინც თავის პროფესიას ას ქულაზე ასრულებს, ასახელებს ქვეყანას საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, არ შეიძლება, სწავლის საშუალება არ ეძლეოდეს. ამიტომაც ძალიან დიდ მადლიერებას გამოვთქვამ, არა მარტო ჩემი სახელით, ბატონი ვანო კიღურაძის მიმართ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

რა მარშრუტებზე იმოძრავებს ახალი მიკროავტობუსები ორშაბათიდან?

სამტრედიაში გაუჩინარებული ბავშვები სტადიონზე იპოვეს - "ბანკომატმა თანხა ჩაუყლაპა და სახლში მისვლის შეეშინდათ"

396 ახალი შემთხვევა და 19 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი