რო­გორ ამ­ზა­დე­ბენ პა­ტიმ­რე­ბი აკ­რძა­ლულ ნივ­თ­ებს

რო­გორ ამ­ზა­დე­ბენ პა­ტიმ­რე­ბი აკ­რძა­ლულ ნივ­თ­ებს

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­კითხ­თა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან დღემ­დე ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი წა­რუდ­გი­ნა. მათ შო­რის იყო ხელ­ნა­კე­თი და­ნე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ცი­ხე­ში დამ­ზა­დე­ბუ­ლი ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბი, ე.წ. ბრა­გა, კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ტა­ტუს აპა­რა­ტი, მა­დუ­ღა­რე­ბი, ბან­ქო და სხვ. თუ რო­გორ მზად­დე­ბა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი თუ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ცი­ხის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ლა­დო ბე­დუ­კა­ძე გვი­ამ­ბობს:

- "ბრა­გა" სპე­ცი­ფი­კუ­რი მჟა­ვე სუ­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა. საკ­ნის შე­მოწ­მე­ბა-­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ასე­თი სუ­ნის გა­მო მი­სი პოვ­ნა არ გა­ჭირ­დე­ბა. ამ სას­მელს ღვი­ნო­ზე მე­ტი გრა­დუ­სი აქვს. სას­მე­ლი მზად­დე­ბა შაქ­რით, ხი­ლის წვე­ნით (ტო­მა­ტი­თაც), პუ­რით. მთა­ვა­რი კი სა­ფუ­ა­რი­ა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სის­ტე­მა­ში ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას მოს­ვლამ­დე პა­ტიმ­რე­ბი­დან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით იღებ­დნენ ამ ნივ­თი­ე­რე­ბას. მაგ. 700-1000-კა­ცი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დღე­ში შეიძლება დამ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო 100-დან 300 ლიტ­რამ­დე "ბრა­გა". ახა­ლა­ი­ას რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ ცი­ხე­ში მი­სი "წარ­მო­ე­ბა" მო­ის­პო, თუმ­ცა მა­ინც იყო შემ­თხვე­ვე­ბი. პა­ტიმ­რე­ბი სას­მელს ისეთ ად­გი­ლებ­ში მა­ლავ­დნენ, ბად­რა­გებს მა­თი პოვ­ნა უჭირ­დათ, მაგ. ბოთ­ლებს უნი­ტაზ­შიც კი­დებ­დნენ. ხში­რად ამას არც მა­ლავ­დნენ - ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი საპყ­რო­ბი­ლის დი­რექ­ტორ­თან და მი­დი­ო­და ვაჭ­რო­ბა.

- აკ­რძა­ლულ ნივ­თებს კუს­ტარუ­ლად რო­გორ ამ­ზა­დე­ბენ ცი­ხე­ში?

- და­ნის გა­კე­თე­ბა ად­ვი­ლი­ა. მა­გა­ლი­თად, ამი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა აი­ღო სა­წო­ლის რკი­ნის ნა­წი­ლი, გა­აპ­რი­ა­ლო ქვა­ზე, ანუ ალე­სო, მე­რე მას ახ­ვე­ვენ იზო­ლა­ცი­ას და გა­მო­დის და­ნა. ყა­ვის მა­დუ­ღა­რა ცი­ხე­ში დაშ­ვე­ბუ­ლი­ა. მის დამ­ზა­დე­ბა­საც დი­დი არა­ფე­რი სჭირ­დე­ბა - გაყ­ვა­ნი­ლო­ბი­დან მოხ­სნი ორ მავ­თულს, პლუს­-მი­ნუსს გა­ა­კე­თებ.

- ხომ არ გა­იხ­სე­ნებ­დით რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლო შემ­თხვე­ვებს, რომ­ლე­ბიც პა­ტიმ­რე­ბის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა­ზე მეტყ­ვე­ლებს?

- ხში­რად პა­ტიმ­რე­ბის ფან­ტა­ზია ძალ­ზე შორს მი­დის. თუნ­დაც კბი­ლის პას­ტა­ში რა­ღაც ნივ­თი­ე­რე­ბის შე­რე­ვით შე­გიძ­ლია მოხ­სნა ფან­ჯა­რა­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი გი­სო­სე­ბი. ქან­ჩი რომ სჭირ­დე­ბა და ვერ უშ­ვებ, იმას თი­თე­ბით მოხ­სნი. შე­იძ­ლე­ბა კა­რი ისე გა­ა­ღო და გა­მოხ­ვი­დე, ინ­სტრუ­მენ­ტიც არ იხ­მა­რო. 2002 წელს ქსნის მე-7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან პა­ტი­მა­რი გა­იქ­ცა. მგო­ნი, გვა­რად მო­სუ­ლიშ­ვი­ლი იყო. იცით, რო­გორ გა­იქ­ცა? პა­ტი­მა­რი იჯ­და კარ­ცერ­ში, სა­ი­და­ნაც ოთხი სა­გუ­შა­გო უნ­და გა­მო­ევ­ლო. კარ­ცერს, სა­დაც ის იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ედო კლი­ტე და პლუს ამას, სა­კე­ტი "კა­ტან­კა" მავ­თუ­ლით იყო გა­დახ­ლარ­თუ­ლი, ამას­თან, იქა­უ­რო­ბას თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იცავ­დნენ. მო­სუ­ლიშ­ვილ­მა გა­ა­ღო კლი­ტე, მავ­თუ­ლიც მოხ­სნა, გა­მო­ი­ა­რა სა­გუ­შა­გო­ე­ბი, გა­აღ­წია ტე­რი­ტო­რი­ი­დან და ბო­ლოს, 2 კმ. მო­შო­რე­ბით და­ი­ჭი­რეს. და­ი­ჭი­რეს ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, გაქ­ცე­ვა­ში ალ­ბათ თქვენ შე­უწყ­ეთ ხე­ლი­ო, არა­და, პა­ტი­მარს მათ­თან არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა არ ჰქო­ნი­ა.­ ზო­გი­ერ­თი ასე­თი მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ა. მე­რე რა, რომ პა­ტი­მა­რი­ა, რო­ცა ადა­მი­ანს 20 წე­ლი აქვს მის­ჯი­ლი, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმი­სათ­ვის, თავს რომ უშ­ვე­ლოს.

ცნობისთვის: ფლორიდის ციხის ზედამხედველებმა პატიმარ ნილ ლანსინგის სწორი ნაწლავის დათვალიერებისას უცნაური ნივთები აღმოაჩინეს: ოქსიკოდონის 17 აბი, ერთი სიგარა, ექვსი ასანთი, შპრიცი ნემსით (რეზინაში გახვეული), სანთებელა, კოლოფი ტუჩების საცხით, ერთი პრეზერვატივი და ერთი რეცეპტი.

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ