სოფელში გარდაცვლილი პა­ტარ­ძლის აჩ­რდი­ლი დადის

სოფელში გარდაცვლილი პა­ტარ­ძლის აჩ­რდი­ლი დადის

რა­ჭის ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი ზე­მო ბა­რი ზღვის დო­ნი­დან 1200 მეტ­რზე მდე­ბა­რე­ობს. სო­ფელ­ში ბევ­რი ეკ­ლე­სი­ა­ა, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­რავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მხრივ რა­ჭა-­ლეჩხ­უ­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი მხა­რე­ა. სო­ფელ­ში, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახ­ლა უნ­და გი­ამ­ბოთ, პა­ტარ­ძლის აჩ­რდილს ხე­და­ვენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, პა­ტარ­ძალს თეთ­რი სა­ქორ­წი­ნო კა­ბა აც­ვია და სოფ­ლის გზებ­ზე ხში­რად ჩნდე­ბა. უფ­რო­სე­ბის გად­მო­ცე­მით, სო­ფელ­ში ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა გა­რი­გე­ბით გა­ათხ­ო­ვეს მა­მა­კაც­ზე, რო­მე­ლიც არ უყ­ვარ­და, პა­ტარ­ძალ­მა კი ქორ­წი­ლის დღეს თა­ვი მო­იკ­ლა, ამი­ტო­მაც ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ სოფ­ლის გზა­ზე სწო­რედ ამ პა­ტარ­ძა­ლის აჩ­რდი­ლი და­დის.

თა­კო ენუ­ქი­ძე: - რა­ჭა­ში ბავ­შვო­ბის შემ­დეგ არ ვყო­ფილ­ვარ. წელს მე­გო­ბარ­თან ერ­თად სო­ფელ ზე­მო ბარს ვეს­ტუმ­რე. ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი­ა, რა­ჭის ბო­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს და, რო­გორც იტყ­ვი­ან, იმის იქეთ მა­მა­ლი აღარ ყი­ვის. რა­ჭა­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხში­რად ხდე­ბა უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი, ხან აჩ­რდი­ლებს ხე­და­ვენ, ხან ჭინ­კე­ბი მო­დი­ან და ა.შ. ამი­ტომ აქ არა­ვის უკ­ვირს მა­თი არ­სე­ბო­ბის. იქ, ერ­თი მო­ხუ­ცი კა­ცი გა­ვი­ცა­ნი, რო­მელიც თურ­მე ჭინ­კებ­მა გა­ი­ტა­ცეს, ტყე­ში წა­იყ­ვა­ნეს და გა­თე­ნე­ბამ­დე გარ­მონ­ზე აკ­ვრე­ვი­ნებ­დნენ. დი­ლით კი აღარც გარ­მო­ნი ჰქონ­და და ჭინ­კე­ბიც გაქ­რნენ. მე­ო­რე მო­ხუ­ცი მე­ზობ­ლის­გან შე­ვიტყ­ვე, რომ სო­ფელ­ში ღა­მით ხში­რად და­დის აჩ­რდი­ლი, რო­მელ­საც სა­ქორ­წი­ნო კა­ბა აც­ვი­ა. მო­სახ­ლე­ო­ბა ამ აჩ­რდილს უკ­ვე შეჩ­ვე­უ­ლი­ა, რად­გან წლე­ბია ასე ხდე­ბა.

- წი­ნას­წარ არა­ფე­რი იცო­დით ამ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ?

- ზამ­თარ­ში, ჩემს მე­გო­ბარს, ვის სახ­ლშიც ვის­ვე­ნებ­დით, მე­ზო­ბელ­მა და­უ­რე­კა და უთხ­რა, რომ მი­სი სახ­ლი­დან თეთ­რი არ­სე­ბე­ბი გა­მოფ­რინ­დნენ, რომ­ლე­ბიც არ იყ­ვნენ პეპ­ლე­ბი, უფ­რო ბურ­თე­ბის ფორ­მა ჰქონ­დათ. ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი ფორ­მა ადა­მი­ა­ნის სულს აქ­ვსო, მაგ­რამ და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, რო­ცა ღამ­დე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ გვე­ში­ნო­და.

- რი­სი გე­ში­ნო­დათ? რა­მე და­ი­ნა­ხეთ?

- ჩვენ არა­ფე­რი დაგ­ვი­ნა­ხავს, მაგ­რამ მე­ზობ­ლებ­მა ისე­თი ის­ტო­რი­ე­ბი გვი­ამ­ბეს, რთუ­ლია არ შე­შინ­დე. სახ­ლი, სა­დაც ვის­ვე­ნებ­დით, მრა­ვა­ლი წლის წინ სამ დას ეკუთ­ვნო­და, რომ­ლე­ბიც მო­სახ­ლე­ო­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით ცხოვ­რობ­დნენ, არა­ვის არ ეკონ­ტაქ­ტე­ბოდ­ნენ. არა­ვინ იცის, იმ დე­ბის სი­ცოცხ­ლე რო­გორ დას­რულ­და. მას შემ­დეგ ამ სახ­ლში ბევ­რმა თა­ო­ბამ იცხ­ოვ­რა და მემ­კვიდ­რე­ო­ბით ჩემს მე­გო­ბარს გა­და­ე­ცა. პა­ტა­რა ხის სახ­ლი­ა, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის, მო­მა­ვალ წელს იქ­ნე­ბა თუ არა, სიძ­ვე­ლის გა­მო შე­იძ­ლე­ბა მა­ლე და­ინ­გრეს.

კი­დევ ერთ შემ­თხვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებ: მრა­ვალ­ძალ­ში მივ­დი­ო­დით მე­გობ­რე­ბი ღა­მით, გზა­ზე შე­ვის­ვე­ნეთ, ვიგ­რძე­ნი, რომ ჩემ უკან რა­ღაც იდ­გა და უც­ნა­უ­რი ხმა ჰქონ­და, თით­ქოს სი­სი­ნებ­და ან წვიმ­და, ზუს­ტად ვერ გად­მოვ­ცემ, რა ხმა იყო. ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, მაგ­რამ არც წვი­მა იყო და არც არა­ვინ იდ­გა, ტყის პი­რას ვი­დე­ქით და შე­იძ­ლე­ბა ტყი­დან მო­დი­ო­და უც­ნა­უ­რი ხმე­ბი, ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.

- სახ­ლის პატ­რონს არ შე­უ­ნიშ­ნავს უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ამ სახ­ლში?

- სახ­ლის პატ­რო­ნი იქ არ ცხოვ­რობს, იშ­ვი­ა­თად, მხო­ლოდ ზაფ­ხუ­ლო­ბით ჩა­დის. აზ­რი არ აქვს არც იმ სახ­ლის კურ­თხე­ვას, იმი­ტომ, რომ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მთელ სო­ფელ­ში და­დის მოჩ­ვე­ნე­ბა და ხდე­ბა უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. უნი­კა­ლურ ად­გილ­ზე მდე­ბა­რე­ობს ზე­მო ბა­რი, სულ ტყე­შია ჩაფ­ლუ­ლი, ზამ­თარ­ში დათ­ვე­ბი ჩა­მო­დი­ან სო­ფელ­ში და ვაშ­ლებს ჭა­მენ. მის­ტი­კუ­რი ად­გი­ლია და მო­ხუ­ცებს არც უკ­ვირთ, რაც აქ ხდე­ბა. თურ­მე ად­რე უფ­რო ხში­რი იყო ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ყვე­ლაფ­რის თვით­მხილ­ვე­ლე­ბი ახ­ლა ძა­ლი­ან მო­ხუ­ცე­ბი არი­ან და ბევ­რი რამ აღარ ახ­სოვთ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები