კოტე თოლორდავამ წიგნების გაყიდვა დაიწყო

კოტე თოლორდავამ წიგნების გაყიდვა დაიწყო

ცოტა ხნის წინ მსახიობმა კოტე თოლორდავამ ტელეკომპანია ''პალიტრა ტვ'' -ის ეთერში განსხვავებული ამპლუა მოირგო. პირველად, სატელევიზიო სივრცეში გამომცემლობა ''პალიტრა L'' -მა წიგნების ''ტელემარკეტი'' დაიწყო. კოტე თოლორდავა მაყურებელს წიგნების შესახებ დაწვრილებით ესაუბრება. როგორც ჟურნალი "რეიტინგი" წერს, პირველი გადაცემისთვის გამომცემლობამ 3D ''ვეფხისტყაოსანი'' შეარჩია. მაყურებელს გადაცემის მიმდინარეობისას და შემდეგაც, შეუძლია, ნებისმიერ დროს დარეკოს და წიგნი შეიძინოს.

"საერთოდ, წიგნებისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ამ პროექტსაც იმიტომ დავთანხმდი, რომ ამოსავალი წერტილი წიგნი გახლდათ. ''პალიტრა ტვ'' -ს ხელმძღვანელმა მაკა ლომიძემ დამირეკა და ''ტელემარკეტის'' სტილის გადაცემის წამყვანობა შემომთავაზა. მახსოვდა, ადრე მსგავსი ფორმატის გადაცემები გადიოდა, ოღონდ სხვა ტიპის პროდუქციას ეხებოდა, მაგრამ ამ გზით წიგნებზე საუბარი - ეს რაღაც ახალი იყო და ეგრევე დავთანხმდი. პირველი წიგნი, რომელიც მაყურებელს წარვუდგინე, 3D ''ვეფხისტყაოსანი'' გახლდათ. ეს არის ფანტასტიკური მიგნება და ჩემი აზრით, გამომცემლობა კეთილ საქმეს ემსახურება. დღეს, როცა ბავშვების თაობა კომპიუტერშია შემძვრალი, წიგნის ასეთი სახით მიწოდება არაჩვეულებრივი მიგნებაა.

არ მინდა გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკი, მაგრამ ''ვეფხისტყაოსანი" ფანტასტიკური წიგნია. ეს არის შოთა რუსთაველის საჩუქარი მსოფლიოსთვის. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, საზეპიროებს ვსწავლობდი. ეს საზეპიროები მეტყველების გასავარჯიშებლად არაჩვეულებრივია. ბევრჯერ მიფიქრია, როგორი იქნება ფილმად, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერს გააფუჭებს. მე ვის როლს ვითამაშებდი? - არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია", - აღნიშნა მსახიობმა.

ცოტა ხნის წინ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ''ვინ მოკლა ილია'' გადაღებები დაიწყო, სადაც კოტე თოლორდავა ილიას როლს თამაშობს.

იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: კოტე თოლორდავა: "ილია ჭავჭავაძეს ვთამაშობ იმის ფონზე, რაც მთელი საქართველო "ბაბულიკას" მეძახის"

იხილეთ: “TV მარკეტი” - კოტე თოლორდავასთან ერთად

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს