უგო ბაგრატიონი - ქართული სამეფო კარის ყველაზე სიმპათიური სასიძო

უგო ბაგრატიონი - ქართული სამეფო  კარის ყველაზე სიმპათიური სასიძო

2009 წელს საქართველოში ისევ აქტიურად დაიწყო მონარქი­ის აღდგენაზე საუბარი. მიზეზი კი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ჯვრისწერა გახლდათ. ამ წყვილის შესახებ ბევრს აღარ მოგიყვებით, რადგან მათი ქორწინების შემდგომი სკანდალები ცნობილია. ჯვრისწერიდან მალე დავითი და ანა ერთმანეთს დაშორდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანა მონასტერში წავიდა, თუმცა წყვილი შერიგდა და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა.

ანას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს და წელიწად-ნახევრის დაშორებული იყო მეუღლეს, როდესაც დავითზე იქორწინა.

მართალია, საქართველოდან შორს ყოფნა არჩიეს, მაგრამ მათ მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა. შერიგებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ ანა მემკვიდრეს ელოდა. 2011 წლის 27 სექტემბერს მემკვიდრე გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი დაიბადა. სამეფო წყვილი საიდუმლო ცხოვრებას დღემდე აგრძელებს, მაგრამ სოციალურ ქსელში პერიოდულად ჩნდება პატარა გიორგის ფოტოები. ორი კვირის წინ სოციალურ ქსელში ბავშვის კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა. "გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი ბიძასთან ერთად" - ასე იყო დასათაურებული ფოტო, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიარა.

ცნობილია, რომ ანას ერთი და ჰყავს, ბიძა კი დავითის უმცროსი ძმა, უგო (გურამ) ბაგრატიონ-მუხრანელი აღმოჩნდა.

რატომ არაფერი ვიცოდით აქამდე უგოს შესახებ და რატომ არის მასზე მწირი ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში, ეს არ გაგვკვირვებია, რადგან სანამ დავითი ანაზე ჯვარს დაიწერდა, მის შესახებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა თითქმის არაფერი იცოდა.

1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს, ბაგრატიონების ნაწილი ევროპაში გადასახლდა. მათ შორის იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი და მისი ძე ირაკლი. ირაკლის შვილი გახლავთ გიორგი, ანუ ხორხე, რომელიც იტალიაში დაიბადა. მისი დედა გრაფის ქალიშვილი, მარი ანტუანეტ პასკუინი გახლდათ, რომელიც, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

მედიკამენტი, რომელიც კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულებში ეფექტურია... - რა პრეპარატზე ავრცელებს განცხადებას თენგიზ ცერცვაძე?

"დეკანოზმა ილია კარკაძემ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო" - მეუფე იოანე ისრაელის ელჩის განცხადებას ეხმაურება

"დეკანოზმა კარკაძემ გადმოანთხია ანტისემიტური შეთქმულების თეორია... მეუფე იოანე გამრეკელის ქადაგება იყო პრობლემური " - ისრაელის ელჩის განცხადება