Orsay-ს ქსელი გაფართოვდა. ახალი მაღაზია თბილისში, პეკინის გამზირზე გაიხსნა. მენეჯმენტის ინფორმაციით, ბრენდი გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზე და ქალბატონებს მაღალი ხარისხის და საკმაოდ დაბალ ფასებს სთავაზობს.
"ახალ ფილიალში წარმოდგენილია მრავალფეროვანი კოლექცია, როგორც ყოველდღიური სამოსი, ასევე კლასიკური და საღამოს ტანსაცმელი, თუმცა ეს არის ვიწრო ასაკობრივ ნიშაზე გათვლილი ბრენდი",- აცხადებენ Orsay - ს წარმომადგენლები.
გერმანული Orsay 1975 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით 620 მაღაზია აქვს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9