ვახო სანაიამ ბიძინა ივანიშვილი ციტატების "კონტექსტიდან ამოგლეჯაში" დაადანაშაულა

ვახო სანაიამ ბიძინა ივანიშვილი ციტატების "კონტექსტიდან ამოგლეჯაში" დაადანაშაულა

ვახო სანაიამ ბიძინა ივანიშვილი ციტატების "კონტექსტიდან ამოგლეჯაში" დაადანაშაულა გადაცემა "ღია ეთერის" წამყვანმა, ვახო სანაიამ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მის გადაცემაში გამოყენებული ციტატების "კონტექსტიდან ამოგლეჯაში" დაადანაშაულა.

როგორც სანაიამ მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე განაცხადა, დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილს მის თოქ-შოებში დაფიქსირებული მოსაზრებებიდან ამონარიდები კონტექსტიდან ამოგჯელით მიაწოდეს.

"თქვენ მოიყვანეთ ჩემი გადაცემიდან ციტატა. თქვენ ყოველთვის ითხოვთ არგუმენტირებას. მე რომ თქვენი ვრცელი გამოსვლიდან რაღაც კონტექსტი ამოვგლიჯო და ასე მივაწოდო საზოგადოებას, რა რეაქცია გექნებათ? მე წავიყვანე ეს გადაცემა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ახლა წაიკითხეთ, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. გადაცემაში არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ საოკუპაციო ხაზთან 2009 წლიდან დაიწყო მავთულხლართების გაბმა", - მიმართა სანაიამ ბიძინა ივანიშვილს.

პრემიერის თქმით, ის აღნიშნულს გადაამოწმებს და თუკი დადასტურდება, რომ კონტექსტი დაცული არ იყო, ბოდიშს მოიხდის.

"მხოლოდ განცხადებების მოკლე ამონარიდები მაქვს წამოღებული, რის გამოც პოლემიკაში არ გამოგყვებით, მაგრამ ამას გადავამოწმებ და თუ ასეა, მე ბოდიშს მოგიხდით. ბოდიშის მოხდა არ მერიდება", - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, სანაიმ ბიძინა ივანიშვილს განმარტება მის მიერ გამოყენებული ტერმინის "მხარდამჭერი ტელევიზიის" შესახებაც მოსთხოვა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ "არ გამორიცხავს, ეს გამონათქვამი გამოეყენებინოს და ამ კუთხით ცდომილება დაეშვა, თუმცა სიტყვა "მხარდამჭერში" არა მხარდაჭერა, არამედ ობიექტურობა ჰქონდა მხედველობაში".

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები