"კვირის პალიტრის" ვებსაიტს გაფასიანების ფუნქცია დაემატება

"კვირის პალიტრის" ვებსაიტს გაფასიანების ფუნქცია დაემატება

ვებსაიტების მონეტიზაცია უკვე შეუქცევად პროცესად იქცა და იგი მედიის სფეროსაც შეეხო. დღეს ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაცია საკუთარი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება ბეჭდვითი ფორმით გავრცელებულს.

განსაკუთრებით, თუ ანალიტიკური ტიპის მასალაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ მსოფლიოს წამყვანი გამოცემები, როგორიცაა "Financial Times", “The Guardian", “Foreign Policy" და სხვები, ერთი-მეორის მიყოლებით მიმართავენ "გადაიხადე-და-წაიკითხე"-ს მეთოდს. სულ მალე, ასეთი გამოცემების რიცხვს "კვირის პალიტრაც" შეემატება. გამოცემის ვებსაიტზე წარმოდგენილი იქნება ორი რეჟიმი - "გადაიხადე-და-წაიკითხე" და "წაიკითხე-უფასოდ".

ეს არ ნიშნავს, რომ უბრალო სტუმრისთვის გამოცემის ვებსაიტი დახურული იქნება - თქვენ კვლავინდებურად შეგეძლებათ გაეცნოთ სიახლეებს და სპეციალურად "კვირის პალიტრის" ვებსაიტისთვის ჩაწერილ ინტერვიუებსა თუ ანალიტიკურ სტატიებს, მაგრამ ექსკლუზიური საგაზეთო სტატიების გამოქვეყნებისთანავე სრულად წაკითხვა მხოლოდ ხელმომწერებს შეეძლებათ.

მოგვიანებით (როგორც წესი, 4 დღის შემდეგ), საგაზეთო სტატიებიც უფასო რეჟიმში გადაინაცვლებენ, მაგრამ თუ გსურთ, დროს ფეხი აუწყოთ, საქმის კურსში იყოთ და წარმოდგენა გქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, "კვირის პალიტრის" ონლაინ-ხელმოწერა თქვენთვის იდეალური ვარიანტია.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები