ზუგდიდს "ნიკორას" კიდევ ერთი ახალი სუპერმარკეტი შეემატა

ზუგდიდს "ნიკორას" კიდევ ერთი ახალი სუპერმარკეტი შეემატა

დედაქალაქის პარალელურად, "ნიკორას" ქსელი აქტიურად ფართოვდება რეგიონებშიც. ახალი სუპერმარკეტი ამჯერად ზუგდიდში - რუსთაველის 243 ნომერში გაიხსნა. მაღაზია "ნიკორას" რიგით მეორე სავაჭრო ობიექტია ზუგდიდში და მასში ქართული თუ უცხოური წარმოების კვების პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი ელოდება მომხმარებელს.

"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია ქართულ ბაზარზე. კომპანიის მფლობელობაში, დედაქალაქსა თუ მის ფარგლებს გარეთ, ყველაზე მეტი სავაჭრო ობიექტია. ამჟამად, თბილისში "ნიკორას" 60 სუპერმარკეტი, რეგიონებში კი 28 სავაჭრო ობიექტი მოქმედებს.

კომპანიის მესვეურების განცხადებით, 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს "ნიკორა" ქსელს კიდევ უფრო აქტიურად აფართოებს. ახალი ობიექტების გახსნა იგეგმება როგორც თბილისში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მდებარე მსხვილ ქალაქებში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა