"ვისოლ ჯგუფი" შესაძლოა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდიდან დაფინანსდეს. კომპანიის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის თქმით, 6 მილიარდი, რომელიც ფონდის კაპიტალია, საკმაოდ დიდი თანხაა პროექტის წარმატებით ფუნქციონირებისათვის.
"საკმაოდ საინტერესო ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ფონდის ეფექტური ფუნქციონირების შემთხვევაში, მისი საქმიანობის ზეგავლენას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იგრძნობს. ჩვენი ჯგუფი ითანამშრომლებს ამ ფონდთან და დარწმუნებული ვარ, ასეთი მასშტაბის მსხვილი კაპიტალის ფონდის ფუნქციონირება საქართველოში კარგ შედეგს მოიტანს",- განაცხადა ფხაკაძემ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9