ბიზნესპორტალი BPN.ge პროექტს "ჩემი კომპანიის სიახლე" იწყებს

ბიზნესპორტალი BPN.ge პროექტს "ჩემი კომპანიის სიახლე" იწყებს

ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეების პორტალი "ბიზნესპრესნიუსი" (bpn.ge) ბიზნეს კომპანიებს სთავაზობს, 1 თვის განმავლობაში უფასოდ განათავსონ საინტერესო სიახლეები და ინფორმაცია მათი საქმიანობის და აქტივობების შესახებ www.bpn.ge-ზე.

პროექტის მიზანია უფრო ფართოდ გაშუქდეს ქართული კომპანიების საქმიანობა და ინფორმაცია მათი აქტივობების შესახებ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის.

სტატია არ უნდა ატარებდეს გამოხატულ სარეკლამო ხასიათს. საიტის რედაქცია იტოვებს უფლებას  გაუკეთოს რედაქტირება  კომპანიების მიერ მოწოდებულ სიახლეს ან არ განათავსოს ის საიტზე (თუ სტატია არ შეესაბამება საიტის მოთხოვნებს). სტატიაში მოყვანილ მონაცემებზე პასუხისმგებელია მასალის მომწოდებელი პირი.

თქვენი კომპანიის აქტივობების შესახებ სტატიის/სიახლის მოწოდება შეგიძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: bpn@bpn.ge.

ბიზნეს და ეკონომიკური სიახლეების პორტალი "ბიზნესპრესნიუსი" (bpn.ge) "ინტერპრესნიუსის" ბაზაზე რამდენიმე თვის წინ შექმნა. bpn.ge მიუკერძოებლად, ამომწურავად და ფართოდ აშუქებს ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს, აანალიზებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს, მსოფლიო ეკონომიკურ და ფინანსურ ტენდენციებს.  საიტის მიზანია ინფორმაცია მიაწოდოს  როგორც ბიზნესის წარმომადგენლებსა და საქმიან ადამიანებს, ისე ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები