ელენე გედევანიშვილმა თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

ელენე გედევანიშვილმა თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა

2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საგზურის მფლობელმა ელენე გედევანიშვილმა ფოტოსესია გამართა იაპონელ პროდიუსერ კაზუმოტო ოჰნოს და ნიუიორკელ ფოტოგრაფ გიონთან თანამშრომლობით.

გთავაზობთ ელენეს ფოტოებს, რომლებიც მაკიაჟის ცნობილი სპეციალისტის, ლეენა ვადერას საიტზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის მოციგურავე ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც სოჭის ოლიმპიადის ლიცენზია აქვს. აქამდე მან ორჯერ იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებში და მე-10 და მე-14 ადგილებს დასჯერდა.

ელენე გედევანიშვილის ყველაზე დიდი მიღწევა ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მოპოვებაა (2010, 2012). ასეთი რამისთვის კი ზამთრის სახეობებში სხვა ქართველ სპორტსმენს არ მიუღწევია.

იხილეთ ფოტოგალერეა

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი

12 დეკემბერს დიდი ლოცვა ჩატარდება, პარასკევს ღამით კი სამება ღია იქნება - რას აღნიშნავენ მორწმუნეები

ილია მეორე - მინდა შეგახსენოთ და შევახსენო ჩვენს სამღვდელოებას, რომ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის შეწირვა უფლის მიმართ