ვაზისუბნის "სმარტში" გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო

ვაზისუბნის "სმარტში" გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო

ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მდებარე სუპერმარკეტ "სმარტში" ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე უპრეცედენტო, გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო. აქციის ფარგლებში ვაზისუბნის "სმარტში" 100-მდე დასახელების ყოველდღიური მოხმარების როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული პროდუქტის შეძენა თბილისში ყველაზე დაბალ ფასად არის შესაძლებელი.

გრანდიოზული ფასდაკლების გარდა, შაბათ-კვირას "სმარტში" ღვინის კომპანიების გამოფენა-დეგუსტაცია მომხმარებლებს "ტყუპების საღვინე სახლის ნაფარეულში", "თელიანი ველის" და "შატო მუხრანი და GWS-ის" უმაღლესი ხარისხის ღვინოების დაგემოვნების საშუალებას აძლევს. ბავშვთა ანსამბლი "ერთსულოვნება" "სმარტში" განსაკუთრებულ სადღესასწაულო გარემოს ქმნის.

ვაზისუბნის მეორე მიკრო-რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრი 2000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და სუპერმარკეტი "სმარტის" გარდა, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტს მოიცავს. 10 000-მდე დასახელების ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ყოველდღიური მოხმარების საგნების ფართო არჩევანი, ქართულ-ევროპული საკონდიტრო, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები, უფასო ინტერნეტ (WI-FI) ზონა, სწრაფი გადახდის აპარატი და ბანკომატი მომხმარებელს სრულ კომფორტს უქმნის. "სმარტში" ბოსტნეულის შეძენა კი მომხმარებელს ბაზრის ფასებში შეუძლია.

დღესდღეობით "სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრო-რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ბათუმში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა