"ბიზნეს აკადემიაში" სწავლა ნამდვილად წარმატების გზაა I-XII კლასის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ასევე მათთვის, ვინც უმაღლესი განათლება უკვე მიიღო და დასაქმების სურვილი გაუჩნდა. ამ ყველაფერს უამრავი მადლობის წერილიც ადასტურებს, რომელთა ნაწილის წაკითხვა სოციალურ ქსელშიც შესაძლებელია. რა არის "ბიზნეს აკადემიის" წარმატების საიდუმლო? "კვირის პალიტრა" სწორედ ამ თემით დაინტერესდა.
ქეთევან კუჭაშვილი: არ ვიცოდი, თუ ასეთი პოპულარული გახდებოდა "ბიზნეს აკადემიაში" ბავშვის აღზრდა ან სასურველი მიმართულებებით გადამზადება. ჩვენთან რჩება აკადემიის კურსდამთავრებულთა მადლობის წერილები, ჩვენი მსმენელები ასეთ წერილებს კურსის გავლის შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობითაც ავრცელებენ (იღიმება). ვფიქრობ, ადამიანის წარმატების საფუძველი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზია, ამასთან ერთად საჭირო უნარ-ჩვევების ქონა, ხედვა და ლოგიკა. ეს არის გზა წარმატებისკენ, რაც "ბიზნეს აკადემიის" კურსდამთავრებულებს ჩამოყალიბებული აქვთ და აღარ უჭირთ სასურველ კომპანიაში გასაუბრების წარმატებით გადალახვა და დასაქმება. სტატისტიკური მონაცემებით, გასაუბრებაზე გასული პირებიდან (აგვისტოს თვის მონაცემებით) 19-დან 17-ს დადებითი პასუხი მიღებული აქვს. გახარებული სტუდენტები ისევ ჩვენთან ბრუნდებიან და საზეიმო ვითარებაში ტორტის გაჭრით აღნიშნავენ წარმატებას, რაც ტრადიციად იქცა. ამ ტრადიციას სოციალურ ქსელში გავრცელებული რამდენიმე ფოტოც ადასტურებს.
- რა მიმართულებებით მიმდინარეობს სწავლა ბიზნეს აკადემიაში?
- გადამზადების კურსი გვაქვს მენეჯმენტის, მარკეტინგის, ნეირომარკეტინგის, PR-ის, საბანკო საქმის, გაყიდვების, ტურიზმის და სხვადასხვა მიმართულებით. მთლიანი კურსი კი ორი მოდულისგან შედგება. მას გამოცდილი სპეციალისტები უძღვებიან. მსმენელები კურსის მსვლელობისას ძალიან ბევრ პრაქტიკულ ქეისებს გადიან უნარების, ხედვის, მეტყველების და ლოგიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. იციან, თუ როგორ გადაიტანონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში სიტუაციური ანალიზის მიხედვით. სწავლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და სერთიფიკატი თითოეულ საგანში გავლილი დონეების მიხედვით გაიცემა.
ეკატერინე ვარდოსანიძე, ბიზნესის და მენეჯმენტის ტრენერი: მენეჯმენტისა და ბიზნესის მართვის სფეროში მსმენელი სწავლობს თუ როგორ დააფუძნოს საკუთარი ბიზნესი, სწორად წარმართოს დაწყებული საქმე, სწორად აწარმოოს მარკეტინგული გათვლა, დაწყებული საქმიანობა ბოლომდე მიიყვანოს. მას უნდა ჰქონდეს გაანალიზებული რისკფაქტორებიც და წინააღმდეგობების გადალახვაც იცოდეს. აკადემიაში მსმენელი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესგეგმის დაწერას და დამუშავებას, არამედ საკუთარი პროდუქციის პიარის ტექნოლოგიებსაც. ე.ი. მან იცის როგორ წარუდგინოს მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია, რა სახის აქცია,პრესკონფერენცია თუ პრეზენტაცია მოაწყოს.
ქეთევან კუჭაშვილი: ამ ყველაფერთან ერთად, "ბიზნეს აკადემიაში" ცალკე პიარის მიმართულებით გადამზადების შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ ინგლისურენოვანი სერთიფიკატი. მარკეტინგის კურსი განკუთვნილია ყველა საჭირო თეორიით და პრაქტიკული ნაწილით, რაც დღევანდელ სამყაროში მარკეტოლოგს ნამდვილად სჭირდება.
- განსხვავებული სპეციალობის და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებს თუ შეუძლიათ "ბიზნეს აკადემიაში" გადამზადება?
ქეთევან კუჭაშვილი: რა თქმა უნდა, შეუძლიათ. მათთვის განკუთვნილია განსხვავებული თეორიული და პრაქტიკული მასალები, რაზეც მთავარ პრაქტიკულ ნაწილს "დააშენებენ".
ეკატერინე ვარდოსანიძე: მაგალითად, სრულიად შესაძლებელია მხატვარს ან დიზაინერს სურდეს ბიზნესის დაწყება. ამისთვის კი აუცილებელია შესაბამისი მომზადება. ისინი ჩვენთან თავდაპირველად საბაზისო თეორიულ ცოდნას მიიღებენ და შემდეგ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ განსხვავებულ სფეროში. ასეთი პირებისთვის 1 ოქტომბრიდან სპეციალური აქცია დავიწყეთ და რეგისტრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს.
- იქნებ ისიც გვითხრათ, რა ღირს "ბიზნეს აკადემიაში" გადამზადება?
ქეთევან კუჭაშვილი: "როგორც უკვე მოგახსნეთ, გადამზადების კურსები ორი მოდულისგან შედგება, ერთი მოდულის გავლა კი 250 ლარი ღირს. აკადემია ჩართულია სტუდენტური ბარათების ფასდაკლების პროგრამაში. სტუდენტებზე (ბარათის საფუძველზე მიმართულებების მიხედვით) 20%- 50%-მდე ფასდაკლებები ვრცელდება. 30 ოქტომბრამდე გვაქვს სკოლის მოსწავლეების მიღება ტრადიციული აქციით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთი თვის განმავლობაში არ იხდიან სწავლის საფასურს. მათ შეუძლიათ მოემზადონ უცხო ენებში (რუსული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული ენები) ასევე, მათემატიკაშიც. "ბიზნეს აკადემიაში" გახსნილია მოაზროვნეთა კლუბი. მოსწავლე ერთი თვის შემდეგ ჩააბარებს როგორც ჩვენი, ასევე სკოლის პროგრამით საკითხებზე ( რაც გაერთიანებულია) გამოცდას, ჩაბარების შემდეგ კი გადავა ფასიან სწავლებაზე. ამ შემთხვევაში ღირებულება კერძო რეპეტიტორთან მომზადების ფასს უტოლდება, 50 ლარიდან - 80 ლარამდე ღირს (კლასის მიხედვით). აბიტურიენტის მომზადებას კი განსხვავებული ფასი აქვს.
- და რატომ უნდა ამჯობინოს სკოლის მოსწავლემ კერძო რეპეტიტორთან სიარულს "ბიზნეს აკადემიაში" მომზადება?
- დავიწყოთ იმით, რომ ბევრი რეპეტიტორი სახლში აკითხავს მოსწავლეს რაც არ იწვევს მის ბოლომდე ჩართულობას სწავლის პროცესში და მოსწავლის მაღალი პასუხისმგებლობის გამომუშავებას. …როდესაც აკადემიაში მოდის მოსწავლე, ის უფრო მობილიზებულია სწავლისთვის და გათვითცნობირებული აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა. ჩვენთან მას იმის საშუალება ნამდვილად არ მიეცემა, რომ არ ისწავლოს. მოთხოვნა უფრო მკაცრია (ღიმილით). "ბიზნეს აკადემიაში" გვყავს 15 წლიანი გამოცდილების მქონე მოწვეული სპეციალისტები, რომლებიც ბავშვებთან ურთიერთობისას კარგი ფსიქოლოგებიც არიან. ყოველი თვის ბოლოს მოსწავლე ზეპირ და წერით გამოცდას აბარებს, რაც მას სირთულეებთან შეჭიდების უნარ-ჩვევას უყალიბებს. ღია გაკვეთილზე მშობელს (სურვილისამებრ) დასწრების უფლება აქვს და თავადაც შეუძლია საკუთარი შვილის ცოდნის შეფასება. ჩვენ გვესმის, რომ მშობელს სჭირდება შედეგი და სწორედ ამისთვის იხდის თანხას.
მოსწავლეებისთვის მოულოდნელად ვატარებთ ტესტირებას, მშობელს შეუძლია თვეში ორჯერ გამოითხოვოს ბავშვის ყოველდღიური შეფასებები. გვაქვს ჯგუფიდან საუკეთესო მოსწავლის გამოვლენის ტრადიცია, რომელსაც აკადემიისგან სიმბოლური საჩუქარი გადაეცემა. ეს სხვა მოსწავლეებისთვის სტიმულის მიმცემია. ისინი ეჩვევიან გუნდურ და ჯგუფურ მუშაობას. "ბიზნეს აკადემიაში" სისტემატიური გამოცდების ჩატარება ბავშვს მეტ პასუხისმგებლობას უვითარებს. განსხვავება ეს არის აკადემიასა და კერძო რეპეტიტორს შორის. აღვნიშნავ, რომ ბოლო დროს რუსული ენის შესწავლის მიმართულებით მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. ბევრ სტუდენტს სასაუბრო რუსული ენის არცოდნის გამო კარიერაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდა და ისინი ამ ბარიერის დაძლევას ჩვენს აკადემიაში გადამზადებით ცდილობენ. როგორც სკოლის მოსწავლეს, ასევე - ნებისმიერი ასაკის მქონე პერსონას თანამედროვე მეთოდით, სამდონიანი პროგრამით ვამზადებთ, რომლის სრული გავლის შემდეგ ჩვენი მსმენელები ნებისმიერ თემაზე თავისუფლად წერენ და საუბრობენ.
P.S. მკითხველო, თუკი დაინტერესდით "ბიზნეს აკადემიით" და დამატებით გაგიჩნდათ შეკითხვები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აღნიშნულ აკადემიას შემდეგ ნომერზე: 0790- 45- 85- 82, ან მიაკითხოთ მისამართზე: თბილისი, ქ. მარჯანიშვილი N21, მე-4 სართული, აუდიტორია N3.
R