ვინ უკეცავს რუსეთის პატრიარქს ჯვარს

ვინ უკეცავს რუსეთის პატრიარქს ჯვარს

სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახური იცავს. პატრიარქის დაცვა ფედერალური სამსახურის მოვალეობებში მას შემდეგ შევიდა, რაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა.

პატრიარქისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის ბრძანება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე, პუტინის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო.

პატრიარქს 10 მანქანისგან შემდგარი ესკორტი ემსახურება, რომლებშიც დაცვის სამსახურის 30-დე თანამშრომელია გადანაწილებული. მათი რიცხვი იზრდება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მოგზაურობს პატრიარქი. მაგალითად, კიევში მისი ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი, რუსი და უკრაინელი ბლოგერების ცხარე განხილვის თემად იქცა ესკორტისა და დაცვის მრავალრიცხოვნობის გამო.

ვიდეოში, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ასახულია რუსეთის ეკლესიის მწყემსმთავარი და მისი დაცვის წევრი. ეს უკანასკნელი, მანქანაში ჩაჯდომამდე პატრიარქის მიტრაზე დამაგრებულ ჯვარს კეცავს.

იხილეთ ვიდეო

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო