"ვითიბი ბანკმა" ბაზარზე ახალი პროდუქტი "Visa Infinite" წარმოადგინა. როგორც ბანკიდან გვაცნობეს, "Visa Infinite"ელიტური საბანკო ბარათია, რომლის მფლობელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს მრავალი სერვისითა და პრივილეგიით. ბარათი დაიბეჭდა შეზღუდული ტირაჟით, ექსკლუზიურად Private Banking-ის (პერსონალური საბანკო მომსახურების სამსახურის) კლიენტებისათვის.
"ვითიბი ბანკის" "Visa Infinite"-ის ბარათის მფლობელებს საჩუქრად გადაეცემათ სადაზღვევო პოლისი, რომელიც უზრუნველყოფს ბარათის დაცვას ყველა ტიპის ტრანზაქციის განხორციელების რისკისაგან.
"Visa Infinite" ითვალისწინებს არაერთ ფინანსურ პრივილეგიას: ბარათის მფლობელები შეძლებენ განათავსონ თანხა 5 ვალუტაში, მათ დაერიცხებათ მაღალი სარგებელი ბარათზე არსებულ ნაშთზე, უფასოდ (საკომისიოს გარეშე) გაანაღდებენ თანხებს ნებისმიერ ბანკომატსა და სავაჭრო ობიექტში საზღვარგარეთ.
ფინანსურ პრვილეგიებთან ერთად "ინფინიტის" მფლობელები ისარგებლებენ კომპანია "ვიზა ინტერნეშენელისა" და "ვითიბი ბანკის" მიერ შეთავაზებული ექსკლუზიური პროგრამებით:
Priority Pass - აეროპორტების ვიპ მოსასვენებელ დარბაზებზე წვდომის, ყველაზე მასშტაბური პროგრამა.
Airport SpeedPass - აეროპორტში სწრაფი გადაადგილების პერსონალური სერვისი.
სამოგზაურო დაზღვევა, სამედიცინო და იურიდიული საცნობარო მომსახურება გახანგრძლივებული გარანტია - რაც გულისხმობს"Visa Infinite"-ის ბარათით შეძენილი ნივთის დაზღვევას და ზარალის ანაზღაურებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნივთის საგარანტიო ვადა გასულია.
შენაძენის დაცვა - რომელიც ითვალისწინებს"Visa Infinite"-ის ბარათით შეძენილი ნივთის 90 დღიან დაზღვევას მოპარვისგან, შემთხვევით დაზიანებისგან ან ხანძრის შედეგად განადგურებისგან.
კლიენტის მხარდაჭერის გლობალური სერვისი ითვალისწინებს საინფორმაციო კონსულტაციას მარავალ ენაზე ( 24 საათის განმავლობაში), ბარათის დაკარგვის, დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში, მისი ჩანაცვლებისა და ნაღდი ფულის სასწრაფო გაცემის უზრუნველყოფას და სხვა მომსახურებას.
"ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ბარათი, რომელიც მათ მფლობელებს მოქმედების მაქსიმალურ თავისუფლებასა და კომფორტს მიანიჭებდა. ბარათს აქვს უნიკალური დიზაინი: ყველა გამოსახულება ოქროთია შესრულებული. ჩვენი ინფინიტ ბარათის მფლობელები ისარგებლებენ პრემიალური პროგრამებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ბაზარზე მხოლოდ "ვითიბი ბანკი" სთავაზობს "ინფინიტ ბარათის" მფლობელებს უფასო მომსახურებას საერთაშორისო აეროპორტების ყველა იმ პრესტიჟულ მოსასვენებელ დარბაზში, რომელიც კომპანია Priority Pass-ის საკუთრებაშია",- განაცხადა "ვითიბი ბანკის" საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9