10-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით, "ნიკორას" სუპერმარკეტებში ბრენდი "ოკეანეს" წარმოების ხეკის შეძენა განსაკუთრებულ ფასად შეგიძლიათ. აქცია თბილისში მდებარე სავაჭრო ობიექტებში მოქმედებს და მის ფარგლებში, პროდუქტის ფასი 6.65 ლარით განისაზღვრება (ძველი ფასი: 8.30 ლარი).
"ნიკორას" ქსელში "ოკეანეს" თევზის პროდუქტებზე აქცია 19 სექტემბრიდან მიმდინარეობს. კომპანია ყოველ ხუთშაბათს, მომდევნო ხუთშაბათამდე, თევზის ერთ-ერთ სახეობას მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასად სთავაზობს. გარდა ამისა, ხუთშაბათობით, "ნიკორას" 15 სუპერმარკეტში, მომხმარებელს, "ოკეანეს" პროდუქციისაგან დამზადებული სპეციალური კერძის დაგემოვნებაც შეუძლია. კერძი სწორედ იმ პროდუქტისგან გახლავთ დამზადებული, რომელზეც კონკრეტულ ხუთშაბათს ფასდაკლების აქცია ამოქმედდება.
"ნიკორას" შვილობილი კომპანია "ოკეანე" ბაზარზე 2003 წლიდან არსებობს და თევზისა და ზღვის პროდუქტების ყველაზე ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებლებს. ბრენდის პროდუქცია ნორვეგიიდან იმპორტირებული საუკეთესო ხარისხის ნედლეულისგან, ყოველგვარი სპეციალური დანამატების გარეშე მზადდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9