G2a - ქართველთა კოდი

G2a - ქართველთა კოდი

ოფიციალური მონაცემებით, გენები ქრომოსომის მთელი შემადგენლობის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. რა არის დანარჩენი 98%? ეს გარკვევით ჯერ არავინ იცის. ადრე მიაჩნდათ, რომ ეს ჩვენი მიკროსამყაროს უმაქნისი ნაწილი იყო. შემდეგ დადასტურდა, რომ იქ არცთუ უმნიშვნელო ინფორმაცია ინახება... დნმ-ის დიდი ნაწილის ფუნქცია შეუსწავლელია, თუმცა ყველა ერთხმად აღიარებს: აქ არის ერთგვარი კრებითი ინფორმაციის ჩანაწერი, ეს არის არქივი... იმედია, ამ საიდუმლოსაც ადრე თუ გვიან გახსნიან და ჩანაწერს წაიკითხავენ.…

ჩვენს გენეტიკურ აპარატში ინახება მონაცემები ჩვენი წარმოშობის, მოდგმის ხანდაზმულობის, დროთა განმავლობაში განცდილი ცვლილებების შესახებაც...

ორიოდე კვირის წინ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელმაც აღიარა საქართველოს (კავკასიის) გენოფონდის შესწავლის სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობა. ცოტა ხნის წინ კი მეცნიერებათა აკადემიამ თბილისში მოიწვია ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, პროფესორი ანატოლი კლიოსოვი, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხალხთა გენოფონდის, პოპულაციური გენეტიკის შესწავლით არის დაკავებული. მისი ინტერესის სფერო კავკასიაცაა.

ანატოლი კლიოსოვი, მეცნიერებათა დოქტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი: - დნმ-ის ანალიზის აღება ძალიან ადვილია, მისი შემოწმება შეიძლება სისხლით, ნერწყვით, თმის ღერით... არადა, დნმ-ს ძალიან დიდი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია ჩვენს წინაპრებზე. უნდა შედგეს მსოფლიოს რუკა: ვინ საიდან წარმოიშვა, როგორ გადაადგილდებოდა... კავკასიისა და საქართველოს ისტორია ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, რა ხალხებისგან შედგება კავკასია, რით განსხვავდებიან... რომ განსხვავდებიან, ეს თვალნათელია! აისახება თუ არა, ეს დნმ-ში?

მსოფლიო მასშტაბით ძალიან საინტერესო სურათი იკვეთება. კავკასია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესასწავლი რეგიონია, ცივილიზაცია ხომ ახლო აღმოსავლეთიდან, მესოპოტამიიდან წამოვიდა, მისი ტალღები აუცილებლად გადაივლიდა კავკასიასაც. საინტერესოა, ვინ იყო აქ მცხოვრები ხალხი... ათასწლეულების წიაღშიც უნდა ჩავიდეთ და ვნახოთ, როგორ ვითარდებოდა კაცობრიობა... უკვე გვაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო პასუხიც...

- მაგალითად, რომელი?

- ვიცით, რომ ამერიკელი ინდიელები ციმბირიდან წარმოიშვნენ! მათი დნმ ერთი და იგივეა, სამხრეთამერიკელი ინდიელების განსაკუთრებით! ციმბირში მცხოვრებთა გენოფონდის სიძველე 40 000 წელია, ამერიკელ ინდიელთა - 25 000 წელი.

ვიკვლევთ როგორ დასახლდა ინდოეთი, არაბეთი... ებრაელები ძალიან დაინტერესებული არიან, რომ შევისწავლოთ მათი გენოფონდი...

- რუსები თუ შეისწავლეთ? საიდან მოვიდნენ ისინი?

- ერთი ტალღა ევროპიდან მოვიდა... მეორე - სამხრეთიდან, მესამე კი ალტაის მხრიდან...

გიორგი კვესიტაძე, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი: - რა აზრსაც ბატონი კლიოსოვი ავითარებს, ეს ვარაუდებია. მომხრეებიც ჰყავს, მოწინააღმდეგეებიც. კავკასიელი ხალხების წარმოშობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაპირებთ სრულფასოვნად შევისწავლოთ ყველაფერი. აღნიშნული პრობლემა კავშირშია ეთნოგენეზისთან, ისტორიასთან, კულტურასთან... ამას ზოგადეროვნული და სახელმწიფოებრივი დატვირთვაც აქვს. ამ კვლევებში მთავარია მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია. ქოთანს ყურს საიდანაც გინდა იქიდან მიაბამ. ასე ვრცელდება ცრუმეცნიერული დასკვნები და მასზე დამყარებული დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა დავდოთ ჩვენი კვლევა, ჩვენი ინტერპრეტაცია...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველა სიმძიმე გადაივლის" - პატრიარქი

"ბაბუაჩემს დაუდგინეს კორონავირუსიო და გაიქცა ეკლესიიდან" - რას ჰყვებიან ტაძარში, რომლის სტიქაროსანს COVID-19 დაუდგინდა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"