Le Monte პუტინის სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს

 Le Monte პუტინის სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს

სოციალურ ქსელებში სკანდალური ფრანგული გაზეთის, Le Monte-ს ახალი ნომრის პირველი გვერდის ფოტო ვრცელდება. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები - ვლადიმერ პუტინი და ფრანსუა ოლანდი არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცების სახით არიან გამოსახულნი. გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის სათაურია: Dans ton cul, Poutine, ("უკ***ლში პუტინს!"), ხოლო ქვესათაური: "დიპლომატ ფრანსუა ფუილონს ვლადიმერის უკ***ლის ლოკვაზე მონოპოლია არა აქვს".

ფოტოს ქვეტექსტი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ რუსეთში მიღებულ კანონს უკავშირდება. შეგახსენებთ, რუსეთის დუმამ 2013 წლის 25 იანვარს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის და სხვა სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა აიკრძალა.

საფრანგეთში ერთსქესიანი ქორწინება და ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილის აყვანის უფლება 2013 წლის მაისში დაკანონდა. შესაბამის კანონპროექტს ხელი პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოაწერა.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო