თაფლი "მაჭახელას დათუნია" "სმარტის" სუპერმარკეტებში გაიყიდება

თაფლი "მაჭახელას დათუნია" "სმარტის" სუპერმარკეტებში გაიყიდება

აჭარაში წარმოებული თაფლი "მაჭახელას დათუნია" "სმარტის" სუპრემრკეტებში გაიყიდება.

როგორც გაყიდვების მართვის კომპანიაში განაცხადეს, თბილისის 5 ობიექტში 4 სახეობის - აკაციის, წაბლის, ცაცხვის და მაისის თაფლია წარმოდგენილი.

ამ დროისთვის, "სმარტის" გარდა პროდუქცია "გუდვილის", "ნიკორას", "ფრესკოს" და "ბიგ ბენის" ქსელში იყიდება.

"მაჭახელას დათუნიას" აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში "მილენიუმის" პროგრამის მიერ დაფინანსებული საწარმო აწარმოებს. კომპანია ნედლეულს მაჭახელას ხეობაში, ფერმერებისგან ყიდულობს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა