თეა თუთ­ბე­რი­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია

თეა თუთ­ბე­რი­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია

რუბ­რი­კა "ფსი­ქოს" სტუ­მა­რი თეა თუთ­ბე­რი­ძე­ აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა პრო­ცეს­ში, ის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რის გა­მოც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი მის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ თეა ბი­ჭის დე­და გახ­და. თე­ას და გუ­გა ჟღენტს შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. მა­თი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ათა­სი ჭორ­-მარ­თა­ლი გავ­რცელ­და, სა­ბო­ლო­ოდ ამ­ბა­ვი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და, გუ­გა ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა და თეა 3 წლის ვაჟს მარ­ტო ზრდის.

- შვი­ლი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ჩემ­თვის, მაგ­რამ ვცდი­ლობ კვლავ აქ­ტი­უ­რი ვი­ყო და არ ჩა­მოვ­რჩე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, რომლებიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. ხან­და­ხან ჩე­მი შვი­ლიც დამ­ყავს სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, გა­აჩ­ნია რა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მეხ­მა­რე­ბა, მათ შო­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ძი­ძა, ნა­თე­სა­ვე­ბი, სა­ბავ­შვო ბაღ­შიც დავ­დი­ვართ. და­თის ვატყ­ობ, რომ მა­მის ხა­სი­ა­თე­ბი აქვს, ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე, კე­თი­ლი და კონ­ტაქ­ტუ­რი­ა. გუ­გაც ზუს­ტად ასე­თი იყო.

- შე­ნი და გუ­გას ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თით­ქმის არა­ფე­რი იცის, სად გა­ი­ცა­ნი გუ­გა?

- თბი­ლის­ში. ის პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სი იყო და ძი­რი­თა­დად საზღ­ვარ­გა­რეთულ კლუ­ბებ­ში უკ­რავ­და. გუ­გა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო - მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ხა­ლი­სი­ა­ნი. რო­ცა ვიჩხ­უ­ბებ­დით, შე­რი­გე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ყო­ველ­თვის თა­ვად იყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურ­პრი­ზე­ბის მოწყ­ო­ბაც უყ­ვარ­და. დამ­თმო­ბი და კე­თი­ლი, კარ­გი მა­მა, ჩემ­ზე უკე­თე­სი მშო­ბე­ლი - ასე შე­მიძ­ლია და­ვა­ხა­სი­ა­თო ის. ერ­თი წლის იყო და­თი, რო­ცა გუ­გა და­ი­ღუ­პა და ბავ­შვმა მა­ინც ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და. სუ­რა­თებს ვაჩ­ვე­ნებ­დით, მა­მას რო­ცა ითხ­ოვ­და, აბ­რუ­ნებ­და ამ სუ­რათს და ტი­რო­და, მა­მა აქე­დან გა­მო­ვი­დე­სო, ვერ ხვდე­ბო­და, რა­ტომ აღარ მო­დი­ო­და გუ­გა. იმ პე­რი­ოდ­ში სულ ტი­რო­და ბავ­შვი, მე­რე ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც კი მი­ვიყ­ვა­ნეთ მე და გუ­გას მა­მი­დამ. ფსი­ქო­ლოგ­მა გვირ­ჩი­ა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით მას­თან გუ­გას სა­ხე­ლიც არ გვეხ­სე­ნე­ბი­ნა. და­თი ახ­ლა უკ­ვე სა­მი წლის არის. ვსწავ­ლობთ და ვცდი­ლობთ ვი­სა­უბ­როთ ინ­გლი­სუ­რად, გერ­მა­ნუ­ლად, ძი­ძის წყა­ლო­ბით რუ­სუ­ლად. ქარ­თულს, რუ­სულს, გერ­მა­ნულს და ინ­გლი­სურს ხში­რად ერ­თმა­ნეთ­ში ურევს, მაგ­რამ მე­რე ალ­ბათ თან­და­თან და­უ­ლაგ­დე­ბა. დავ­დი­ვართ ბაღ­ში, სა­დაც ძა­ლი­ან მოს­წონს. ბაღ­ში ბავ­შვებს მა­მე­ბი რომ აკითხ­ა­ვენ, მა­საც უნ­და მა­მამ წა­მო­იყ­ვა­ნოს შინ და სულ კითხ­უ­ლობს, სად არის მა­მა და ელო­დე­ბა.

- შენ რო­გო­რი იყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ცო­ტა რთუ­ლი წარ­მო­სად­გე­ნია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თეა თუთ­ბე­რი­ძე ჩემ­თვის...

- რო­გორ­საც თქვენ მიც­ნობთ, ისე­თი რა­ტომ უნ­და ვი­ყო პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში? შეყ­ვა­რე­ბუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ვსხვავ­დე­ბო­დი იმ თეა თუთ­ბე­რი­ძის­გან, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს (ი­ცი­ნის).

- ვის­გან შე­იტყ­ვეთ გუ­გას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- ეს ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი იყო ჩემ­თვის, გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და ხოლ­მე, მაგ­რამ ჩე­მი შვი­ლის დახ­მა­რე­ბით გა­დავ­ლა­ხე. ვინც და­ი­ღუ­პე­ბა, მას აღარ ეშ­ვე­ლე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, თო­რემ ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს ვე­გუ­ე­ბით. სტუმ­რად ვი­ყა­ვი ერ­თ-ერთ გა­და­ცე­მა­ში, რო­ცა და­მი­რე­კეს და ეს ამბავი მითხ­რეს. ის ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა, მან­ქა­ნას ცეცხ­ლი გა­უჩ­ნდა, მი­სი მე­გო­ბა­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, გუ­გამ კი 7 დღე იცოცხ­ლა. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე ჩე­მი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რომ გა­და­მერ­ჩი­ნა, კა­ტას­ტრო­ფის ცენ­ტრის მეშ­ვე­ო­ბით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში, მაგ­რამ ვერ იცოცხ­ლა. დრო­უ­ლად რომ გად­მო­ეყ­ვა­ნათ მან­ქა­ნი­დან, ალ­ბათ გა­დარ­ჩე­ბო­და. რომ მახ­სენ­დე­ბა რო­გორ და­ი­ღუ­პა, ეს უფ­რო მიმ­ძი­მებს ამ ტრა­გე­დი­ას. გუ­გა ცეცხ­ლმო­კი­დე­ბუ­ლი მან­ქა­ნი­დან 15 წუ­თი ვერ გად­მოჰ­ყავ­დათ. მარ­თა­ლი­ა, ექი­მებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ძა­ლი­ან მძი­მე დამ­წვრო­ბე­ბი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი.

- რა რე­აქ­ცია გაქვს იმ ჭო­რებ­ზე, თით­ქოს ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას მი­მართ გაქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბე­ბი?

- ან­ტიქ­რის­ტეს მო­ცი­ქულ­საც მე­ძა­ხი­ან (ი­ცი­ნის). რა რე­აქ­ცია უნ­და მქონ­დეს? ათა­სი გი­ჟია ამ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც ალ­ბათ ნაკ­ლე­ბად წარ­მო­უდ­გე­ნი­ა, ადა­მი­ა­ნი იყოს შენ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც გან­საც­დელ­ში არ მი­ა­ტო­ვებ და გვერ­დით და­უდ­გე­ბი. ბა­ჩო ახა­ლაია მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს და ბა­ჩოს მსგავ­სად სულ 4-5 მე­გო­ბა­რი. მე ვა­მა­ყობ ჩე­მი მე­გობ­რე­ბით.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)