ვანიკო თარხნიშვილი ხუთ შიშველ მამაკაცთან ერთად "ნიჭიერის" სცენაზე

ვანიკო თარხნიშვილი ხუთ შიშველ მამაკაცთან ერთად "ნიჭიერის" სცენაზე

"რეიტინგი" ერთადერთი ჟურნალი იყო, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პროექტ "ნიჭიერის" ჟიურის წევრებსა და წამყვანებთან ექსკლუზიური ინტერვიუები დაიბეჭდა. ორშაბათს, 14 ოქტომბერს, "რუსთავი 2"-ის ეთერში "ნიჭიერი" იწყება. რა მოხდება პირველ სერიაში, ამის შესახებ შოუს ერთ-ერთ წამყვან ვანიკო თარხნიშვილს ვესაუბრეთ.

ინტერვიუ ტელევიზიაში შოუს ეთერში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 ოქტომბერს ჩავწერეთ. იმ დღეს ვანიკო იუბილარი გახლდათ და მთელი ინტერვიუს განმავლობაში მილოცვებს იღებდა. მსახიობი და ტელეწამყვანი უკვე დიდი ხანია, ინტერვიუზე კატეგორიულ უარს აცხადებს, მაგრამ ჩვენთვის მაინც გამონაკლისი დაუშვა და შოუს კულუარებზე გვესაუბრა.

- გულწრფელად რომ გითხრათ, ეს სეზონი ყველას სჯობია. საერთოდ, ყველა სეზონი თავისებურად მაგარი იყო, მაგრამ ყოველ წელს იგრძნობა - როგორც ჩვენ ვიზრდებით, ისე მაყურებელი და მონაწილეებიც, რომლებიც ძველი სეზონებისგან განსხვავებით უფრო ნამუშევრები მოდიან. სრულყოფილებამდე აქვთ მიყვანილი ნომრები. ჟიურიც განახლდა. ოთხი განსხვავებული ადამიანი ეიფორიულ სიტუაციასა და საინტერესო სანახაობას ქმნის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეოთხე სეზონი გამორჩეულად კარგი იქნება.

- შენ და თიკა ფაცაცია გამორჩეულად კარგ წყვილს ქმნით... ხალხს თქვენი დუეტი ძალიან მოსწონს.

- ტყუპივით ვართ. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენიმე დღეა. ისედაც ყველანაირად ერთნაირი ადამიანები ვართ, უბრალოდ, მე კაცი ვარ და ის - ქალი (იცინის). ერთნაირი რეაქცია გვაქვს ყველაფერზე, ერთდროულად ვბრაზდებით, გვიხარია, ვლაპარაკობთ. არ ვიცი, ეს არის თუ არა მიზეზი, მაგრამ ძალიან გამახარეთ, თუ ხალხს ჩვენი წყვილი მართლა მოსწონს.

- ორშაბათს "ნიჭიერის" მეოთხე სეზონის სატელევიზიო ჩვენება იწყება. მოდი, გვესაუბრე რა ნომრით გაიხსნება კონკურსი.

- ძალიან მაგარი შოუ დაიწყება. მრავალფეროვან ნომრებს შემოგთავაზებთ. პირველი გამომსვლელი მოცეკვავეა. ისეთი ცეცხლოვანი იყო ყველაფერი, რომ მე და თიკა აღვტკინდით და სცენაზე გავედით, მიუხედავად იმისა, რომ თიკა არ არის საცეკვაო მდგომარეობაში, ბავშვს ელოდება. მისი მხრიდან ეს დიდი გმირობა იყო. მართალია, ცეკვას ჩემი თანაწამყვანის ცოტა ცუდად გახდომაც მოჰყვა, მაგრამ თიკა ძველი გვარდიაა და არაფერს შეუშინდება. მაყურებლისთვის ისიც საინტერესო იქნება, როგორ შეიძლება, ადამიანმა ისე აკეთოს საქმე, რომ ფეხმძიმობამაც ვერ შეაჩეროს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო: ია ფარულავამ კულტურისტებს ტრუსებში ფული ჩაუკუჭა

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები