"საქართველოს ბანკმა" თბილისში კიდევ ერთი, ახალი Express სერვისცენტრი გახსნა. ახალი Express-ი გორგასალის ქუჩაზე, 41 ნომერში მდებარეობს.
"საქართველოს ბანკის" Express სერვისცენტრში მომხმარებელს საშუალება აქვს, ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვისცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, მუშაობს ყოველდღე - დილის 9.00 საათიდან 21.00 საათამდე და შაბათ-კვირას 10.00 საათიდან 18.00 საათამდე.
ამ დროისთვის "საქართველოს ბანკის" უკვე 42 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9