ბათუმის მერი - შტორმის შედეგად ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება

ბათუმის მერი - შტორმის შედეგად ზარალი მილიონ ლარზე მეტი იქნება

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ახალი ბულარის ტერიტორია დაათვალიერა. როგორც ჯემალ ანანიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა და ზღვაზე გასასვლელი არხების გახსნა. მისივე თქმით, დაზიანებულია ბულვარის ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკები.

"შტორმული შემოტევა კვლავ გრძელდება. ძირითადი ზიანი მიადგა ბათუმის ზღვისპირა ზოლს. მოსახლეობა არ დაზარალებულა, თუმცა, ზღვასთან ახლოს მდებარე კაფეებსა და რესტორნებს სერიოზული ზიანი მიადგა. რაც შეეხება ბულვარის ინფრასტრუქტურას, მწყობრიდან გამოვიდა განათების სისტემა, დაზიანდა სკამები და ბილიკები. გარკვეულ ნაწილში ზღვამ საფეხმავლო ბილიკებს ძირი გამოურეცხა და სერიოზულად დააზიანა", - განაცხადა ჯემალ ანანიძემ.

მერის თქმით, ზარალი, სავარაუდოდ, მილიონ ლარზე მეტი იქნება, ხოლო გამაგრებითი სამუშაოების ჩათვლით - რამდენიმე მილიონი. "ზარალი ალბათ, მილიონ ლარზე მეტი იქნება, მაგრამ მთლიანად გამაგრებითი სამუშაოების და აუცილებელი ღონისძიებების ჩათვლით, არ არის გამორიცხული რამოდენიმე მილიონზე გავიდეს, ოღონდ ამას დაპროექტების შემდგომ დავადგენთ", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.

ხუთბალიანმა შტორმმა ბათუმისა და ქობულეთის სანაპირო ზოლზე ინფრასტრუქტურა დააზიანა. აჭარაში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია