ჯულიან ასანჟის როლის შემსრულებელი Time-ის გარეკანზე მოხვდა

ჯულიან ასანჟის როლის შემსრულებელი Time-ის გარეკანზე მოხვდა

მსახიობი ბენედიქტ კამბერბაჩი ჟურნალ Time-ის გარეკანზე მოხვდა. პერსონალური გარეკანი მსახიობს ფილმის "მეხუთე ხელისუფლება" სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ერგო, სადაც ბენედიქტმა WikiLeak-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი განასახიერა. თავის დროზე ამავე ჟურნალმა პირველი გვერდი თავად ასანჟსაც დაუთმო.

ბენედიქტი ფოტოგრაფმა პაოლა კუდაკიმ გადაიღო, რომელმაც ახლახან ძმიშვილთან ერთად ფილმი Star Trek Into Darkness-ი ნახა და კამბერბაჩის არასტანდარტულმა სახემ მოხიბლა. ფოტოსესიის შემდეგ პაოლა მსახიობის მუშაობითაც აღფრთოვანდა.

"იგი კამერას თავდაჯერებული უყურებს, პერსონაჟის ხასიათს აჩვენებს, ვფიქრობ, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს თითოეული როლის შესრულებისას", - ამბობს ფოტოგრაფი.

მომზადებულია Time-ის მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო