ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ქა­ლი FBI-ში მი­დის

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ქა­ლი FBI-ში მი­დის

მივ­დი­ვარ, მაგ­რამ მა­ინც ვემ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს! - პატ­რუ­ლის დე­ვი­ზი არ გა­მორ­ჩე­ნია სა­უ­ბარ­ში ცნო­ბილ პო­ლი­ცი­ელ ქალ­ბა­ტონს ლია პარ­კა­ულს, რო­მელ­მაც ბევ­რი ქა­ლის­თვის უჩ­ვე­უ­ლო გა­რე­მო­ში 20 წელ­ზე მეტ­ხანს იმ­სა­ხუ­რა. პო­ლი­ცი­ე­ლის არ­ცთუ ია-­ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი გზა მის­თვის სს სამ­ძებ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან და­იწყ­ო, სა­დაც გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და, პრე­ზი­დენ­ტის ეს­კორ­ტში გაგ­რძელ­და და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში ათ­წლი­ა­ნი სა­მ­სა­ხუ­რით დას­რულ­და. ვა­კე-­სა­ბურ­თა­ლოს მე­სა­მე ოცე­უ­ლის მა­ი­ო­რი "კვად­რატს" ნე­ბით ტო­ვებს და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად გუ­ლი სწყდე­ბა იმა­ზე, რომ ლა­მაზ ფორ­მას ვე­ღარ ჩა­იც­ვამს:

-  მსურს ოკე­ა­ნის გაღ­მა ვცა­დო ბე­დი და ძა­ლე­ბი მოვ­სინ­ჯო, სა­ნამ ახალ­გაზ­რდა ვარ და მუხ­ლი და გო­ნე­ბა მიჭ­რის. ოთხი წლის წინ გა­ვი­ა­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბი ამე­რი­კა­ში, ექ­სტერ­ნად ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­და და მაქვს სერტი­ფი­კა­ტი. 2008 წელს მოვ­ხვდი 50-დან 5 წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენტს შო­რის და FBI-დან აშშ-ს სა­ელ­ჩო­ში ხუ­თი­ვე­ზე მო­ვი­და მოწ­ვე­ვა. სა­ბუ­თე­ბი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მქონ­და და 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს მივ­ფრი­ნავ­დი, თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 8 აგ­ვის­ტოს ომი და­იწყო და ეს პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და. ამის შემ­დეგ სულ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი, ახ­ლაც მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და გა­დავ­წყვი­ტე გა­ვი­ა­რო ექ­ვსთვი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბი FBI-ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი ვი­მუ­შა­ვებ.

-  გუ­ლი არ გწყდე­ბათ? შეძ­ლებთ ცხოვ­რე­ბას სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­სა და თქვე­ნი "სა­მოძ­რაო კვად­რა­ტის" გა­რე­შე?

-  ორი­ო­დე დღე­ა, მის გა­რე­შე ვცხოვ­რობ და სულ ვტი­რი. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ მი­წევს იმის მი­ტო­ვე­ბა, "ვინც გამ­ზარ­და" - პო­ლი­ცი­ა­ზე, იმა­ზეც, რომ პატ­რუ­ლის ლა­მაზ ფორ­მას ვე­ღარ ჩა­ვიც­ვამ. მად­ლო­ბა ყვე­ლას, იმ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ყუ­რადღ­ე­ბის­თვის, რაც კო­ლე­გე­ბი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან ვიგ­რძე­ნი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა შალ­ვა ბა­რე­ლა­ძეს - თბი­ლი­სის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს და მის მო­ად­გი­ლე­ებს - ლა­შა ჯო­ხა­ძეს და და­თო მი­ქი­აშ­ვილს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს. მი­ნისტრს პი­რა­დად ერ­თხელ შევ­ხვდი, რო­დე­საც და­მა­ჯილ­დო­ვა მედ­ლით - "20 წე­ლი უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რის­თვის". მის ყუ­რადღ­ე­ბას ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დით. ამ ადა­მი­ა­ნის მოს­ვლის შემ­დეგ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ფას­და, ვი­საც წო­დე­ბა ეკუთ­ვნო­და, არა­ვის და­უ­კარ­გეს დამ­სა­ხუ­რე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ელს წო­დე­ბა უნ­და მო­ე­მა­ტოს. შვი­დი წე­ლი ვი­ყა­ვი კა­პი­ტა­ნი, ამათ გა­ვახ­სენ­დი და მა­ი­ო­რის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს. მედ­რო­ვე არ ვარ, ვინც მო­ვი­და, იმათ ვე­ფე­რო, მაგ­რამ ამის და­უ­ნა­ხაო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. რო­ცა პო­ლი­ცი­ელს შრო­მას გი­ფა­სე­ბენ, ეს ისე­თი სტი­მუ­ლი­ა, შე­იძ­ლე­ბა კე­დე­ლიც გა­ან­გრი­ო.

-  გა­იხ­სე­ნეთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი თქვე­ნი პო­ლი­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან.

-  4-5 წლის წინ გა­მო­ძა­ხე­ბა გვქონ­და ვა­კე­ში. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ში­ნელ დეპ­რე­სი­ა­ში იყო, სიკ­ვდილს გა­და­ვარ­ჩი­ნე. იგი მე­ოთხე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან ხტე­ბო­და, არა­ვის იკა­რებ­და და აგ­რე­სი­უ­ლი იყო. შევ­ძე­ლი და აი­ვან­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი, ფე­ხე­ბით და­ვი­ჭი­რე. რო­ცა გად­მო­ვიყ­ვა­ნე, აქ­ვი­თინ­და და კოც­ნა და­მიწყ­ო, და­ვამ­შვი­დე... იმ ღა­მეს არ გა­მო­მიშ­ვა, მის გვერ­დით მე­ძი­ნა ჩექ­მე­ბით, ქურ­თუ­კით და ია­რა­ღით. გო­გო­ნა არ მიშ­ვებ­და, შენ თუ წახ­ვალ, გა­დავ­ხტე­ბიო - "მა­შან­ტა­ჟებ­და"­. Mდი­ლით ვთხო­ვე, სახ­ლში წა­ვალ, ფორ­მას გა­მო­ვიც­ვლი, ია­რაღს ჩა­ვა­ბა­რებ და ისევ მო­ვალ­-მეთ­ქი. მარ­თლაც, 2 სა­ათ­ში მი­ვა­კითხე და ღა­მე­ნა­თევ­მა მთე­ლი დღე მას­თან დავ­ყა­ვი. ამ ოჯახ­თან დღემ­დე ვმე­გობ­რობ. გო­გო­ნა დამ­თან­ხმდა და ჩე­მი ხათ­რით მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სიც გა­ი­ა­რა. ერთ შემ­თხვე­ვა­საც გა­ვიხ­სე­ნებ: ბა­გებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ხე­ვი­დან მა­მა­კა­ცის ყვი­რი­ლი ეს­მო­და. ღა­მის 4 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და და მე გა­მიშ­ვეს ად­გილ­ზე ჩემს მეწყ­ვი­ლეს­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი იყო. ზამ­თა­რი იდ­გა, 15 გრა­დუ­სი ყინ­ვა იყო. მეწყ­ვი­ლეს ვთხო­ვე, მან­ქა­ნა­ში დარ­ჩი, ხევ­ში მე ჩა­ვალ-­მეთ­ქი. კი იუ­ხერ­ხუ­ლა, მაგ­რამ ახალ­ბე­და ბი­ჭი იყო და და­ვარ­წმუ­ნე, რომ მან­ქა­ნის უპატ­რო­ნოდ და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ხევ­ში მთვა­რის შუქ­ზე, ფარნით ხელ­ში, მარ­ტო ჩა­ვე­დი და ვნა­ხე, რომ შვე­ლას ითხ­ოვ­და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც და­ე­ყა­ჩა­ღე­ბი­ნათ, გაე­კო­ჭათ და ხევ­ში გა­და­ეგ­დოთ. საწყ­ა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ყი­ნუ­ლი იყო. ცი­ცა­ბო აღ­მარ­თზე რის ვა­ი-­ვაგ­ლა­ხით ამო­ვიყ­ვა­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ვერ და­დი­ო­და და ში­შისა და სი­ცი­ვის­გან მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი ჰქონ­და წარ­თმე­უ­ლი. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ჩვენ­მა ეკი­პა­ჟ­მა ვა­კე­ში, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ა­კა­ვა მი­სი გა­ტა­ცე­ბუ­ლი მან­ქა­ნა. მოხ­და ისე, რომ ეს კა­ცი ჩა­ვის­ვი, გა­მო­ვი­ქე­ცი და იმ ავ­ტო­მან­ქა­ნის და­კა­ვე­ბა­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა სრო­ლა ატე­ხეს, მაგ­რამ და­ვა­კა­ვეთ. ეს ის ეპი­ზო­დია, რო­მელ­საც სი­ა­მა­ყით ვიხ­სე­ნებ ხოლ­მე, ისე­თი, მა­მა­კა­ცებ­საც რომ შე­შურ­დე­ბო­დათ. პო­ლი­ცი­ელ­მა ცი­ვი გო­ნე­ბით უნ­და იმუ­შაო, სხვას რომ და­ეხ­მა­რო. სწო­რედ ამის­თვი­საა შექ­მნი­ლი ეს სამ­სა­ხუ­რი. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას ხალ­ხის­თვის ბევ­რი სი­კე­თე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მეც პა­ტა­რა წვლი­ლი მაქვს ამა­ში შე­ტა­ნი­ლი.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)