"ლიბერთი ბანკმა" ბაზარზე იაფი ბიზნეს სესხი გამოიტანა

"ლიბერთი ბანკმა" ბაზარზე იაფი ბიზნეს სესხი გამოიტანა

"ლიბერთი ბანკმა" ბაზარზე იაფი ბიზნეს სესხი გამოიტანა. "ლიბერთი ბანკის" იაფი ბიზნეს სესხი გაიცემა ლარში, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 9%-დან. სესხის მინიმალური ოდენობა არის 30,000 ლარი, ხოლო მაქსიმალური 1,000,000 ლარი, სესხის ვადა განისაზღვრება 6 თვიდან 10 წლამდე.

იაფი ბიზნეს სესხის აღება შეუძლია საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ პირს, ბიზნესის წარმოების მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილებით.

აღნიშნული სესხი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით: საბრუნავი საშუალებების ფინანსირება, მანქანა-დანადგარების შეძენა, უძრავ ქონებაში ინვესტიციის ფინანსირება, კომპანიის გამოსყიდვის ფინანსირება, პროექტის დაფინანსება, საინვესტიციო სესხი და ასევე ერთი ან რამდენიმე კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხების კონსოლიდაცია-რეფინანსირებას.

იაფი ბიზნეს სესხის საპროცენტო განაკვეთი არის ცვლადი და დამოკიდებულია საქართველოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ დადგენილ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე.

ბანკის მხრიდან სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებით მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა