გიყვართ თანამედროვე გაჯეტები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდიან? მაშინ ამ ბრენდს აუცილებლად უნდა გაეცნოთ, რომლის სლოგანიც სწორედ ასე ჟღერს: MAKE YOUR LIFE EASY!
კომპანია Trust International BV ჰოლანდიური ბრენდია, რომელიც 20 წელზე მეტია ევროპულ ბაზარზე მოღვაწეობს და დღეს ციფრული აქსესუარების დარგში ლიდერი კომპანიაა ევროპაში. საქართველოში იგი 2 წელია რაც ბაზარზე შემოვიდა, თუმცა ნაკლებად არის ცნობილი.
რა უპირატესობა აქვს Trust-ს?
ეს არის ბრენდი, რომელიც სპეციალიზდება value-for-money-ის სეგმენტში, რაც გულისხმობს ფასის და ხარისხის ზუსტ შესაბამისობას. თქვენ ნებისმიერ პროდუქტში იხდით სწორედ იმდენს, რაც ღირს ამ პროდუქტის ხარისხი.
ბრენდის კიდევ ერთ დიდ უპირატესობას წარმოადგენს დიზაინი. ნებისმიერი პროდუქტის დიზაინის შემუშავებას წინ უსწრებს კვლევისა და განვითარების ჯგუფის მუშაობა, რომლებიც თვალყურს ადევნებენ მოდის ბოლო ტენდენციებსა და მომხმარებელთა მოთხოვნებს. მხოლოდ მათი დასკვნის საფუძველზე იქმნება ნებისმიერი პროდუქტი.
წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქტს, რომელიც შექმნილია მხოლოდ თქვენი კომფორტისთვის.
თუ საჭესთან ჯდომისას, ხშირად გირეკავენ ტელეფონზე, ეს სმარტფონის დამჭერი თქვენთვის მისწრებაა. აღარ მოგიწევთ ტელეფონის ხელში დაჭერა, ხმამაღალი საუბარის რეჟიმით შეძლებთ საუბარს.
იგი მაგრდება საქარე მინასთან, თავად სმარტფონის დამჭერს კი აქვს მოქნილი სისტემა, რისი წყალობითაც მასზე შესაძლებელია ნებისმიერი ზომის სმარტფონის ჩამაგრება.
Trust-ის წლევანდელი კოლექცია გამორჩეულია ორიგინალური დიზაინის ყურსასმენებით. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორიგინალურ დიზაინთან შერწყმულია მათი პრაქტიკული გამოყენებაც: ყურსასმენების კაბელები მაქსიმალურად არის დაცული გახლართვისგან.
Trust-ის კიდევ ერთი მნიშნელვანი ხაზი არის გეიმერული აქსესუარები, რა დარგშიც ბრენდი საკმაოდ ძლიერად და აქტიურად არის წარმოდგენილი. დაწვრილებით ინფორმაციას ბრენდის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ www.facebook.com/TrustGeorgia
R