"ნიკორას" ქსელს კიდევ ერთი ახალი სუპერმარკეტი შეემატა. კომპანიის მომსახურებით სარგებლობას, ამჟამად, უკვე ვეძისის მოსახლეობაც შეძლებს. თბილისში, "ნიკორას" რიგით მე-60 სუპერმარკეტი, 19 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ტრადიციულად მხიარული მუსიკისა და შოუს ელემენტების თანხლებით გაიხსნა. სავაჭრო ობიექტი ლისის ტბის გზაზე, ივ. ბერიტაშვილის 33 ნომერში მდებარეობს და მასში კვების პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტის გარდა, წარმოდგენილია ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთებიც.
"საზოგადოების მხრიდან "ნიკორას" სუპერმარკეტების მომსახურებაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ კომპანიის მცდელობა, შესთავაზოს მომხმარებელს ყველაზე ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, ყველაზე კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში, შედეგს იძლევა.
დღეს, ქართულ ბაზარზე ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სავაჭრო ქსელის მფლობელია. სუპერმარკეტი, რომელიც დღეს ვეძისში იხსნება, ქვეყნის მასშტაბით, "ნიკორას" რიგით 89-ე სავაჭრო ობიექტია, თუმცა ქსელის გაფართოებას ამით არ ვასრულებთ - მიმდინარე წლის ბოლოსთვის, კომპანიის სავაჭრო ობიექტების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება", - აცხადებს "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის აღმასრულებელი დირექტორი თინათინ მაჭავარიანი.
წელს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას 15 წელი უსრულდება. "ნიკორა" 15 წლის იუბილეს 500-ზე მეტი სახეობის პროდუქტითა და ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელით ხვდება. კომპანია დედაქალაქში 60 სუპერმარკეტს, კახეთის რეგიონში 8 სავაჭრო ობიექტს, დასავლეთ საქართველოს ქალაქებში კი 21 მაღაზიას ფლობს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9