"აი სი ჯგუფმა" სადაზღვევო კომპანიების რეიტინგში წამყვანი პოზიცია დაიკავა

"აი სი ჯგუფმა" სადაზღვევო კომპანიების რეიტინგში წამყვანი პოზიცია დაიკავა

კომპანია "აი სი ჯგუფმა" სადაზღვევო ბაზარზე მოზიდული პრემიის მიხედვით, წინა წელთან შედარებით პოზიციები 3 პუნქტით გაიუმჯობესა და მეშვიდედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. 2013 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 18%-ით გაზარდა მოზიდული პრემია, რომელმაც 9,233,276 ლარი შეადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ დიდი წარმატებაა იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს 2012 წელთან შედარებით სადაზღვევო ბაზარი 15, 6%-ით შემცირდა.

ამ ფონზე კი კომპანიის ზრდას და სადაზღვევო კომპანიების რეიტინგში პოზიციების გაუმჯობესებას, "აი სი ჯგუფში" იმ სიახლეებს უკავშირებენ, რაც კომპანიამ მომხმარებელს 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე შესთავაზა. მათ შორისაა ახალი პროდუქტები და შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ავტო, სამოგზაურო და ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაზღვევის მიმართულებებით.

"კრიზისის წარმატებით დაძლევა მთლიანად არის დაკავშირებული კომპანიის მმართველ გუნდთან და მის თითოეულ თანამშრომელთან. კრიზისული სიტუაციის დასაწყისიდან ყოველი მათგანი აქტიურად მუშაობს კომპანიის წარმატებისთვის. მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება პროდუქტების გაყიდვების კუთხით, კერძოდ, გაზრდილია კორპორატიული ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო!, სამოგზაურო და ქონების დაზღვევის პორტფელები. კომპანია აქტიურად მუშაობს ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, პრიორიტეტულად იფარება დავალიანებები მომწოდებლების მიმართ. მუშაობა მიმდინარეობს სიახლებსა და ახალი პროდუქტების დანერგვაზე", - აცხადებს "აი სი ჯგუფის" გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი შენგელია.

სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ პერიოდში გაჩერებას არ აპირებს და სიახლეებზე მუშაობას განაგრძობს, რასაც "აი სი ჯგუფი" საკუთარ მომხმარებელს მიმდინარე წელსვე წარუდგენს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი