სოციალურ ქსელში ახალი "სერვისის" რეკლამა ვრცელდება. დაინტერესებულ პირებს 41-41-41 ნომერზე "პრეზიდენტის გადაზიდვას" სთავაზობენ. თუმცა ფრაზა "პრეზიდენტის გადაზიდვის სერვისი" მავანმა შესაძლოა, ისეც აღიქვას, რომ პრეზიდენტი ნივთების გადაზიდვაში თავად დაგეხმარებათ.
"ფეისბუქით" გავრცელებული ფოტოშარჟი გუშინდელ სიუჟეტს უკავშირდება, სადაც პრეზიდენტი დიღმის რეზიდენციიდან გადასვლის დროს ნივთებს საკუთარი ხელით ალაგებს.
იხილეთ ასევე: შალვა რამიშვილი - სააკაშვილი საკუთარ პანაშვიდზეც პეტლიჩკით იქნება წარმოდგენილი