ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ხელ­ნა­წე­რე­ბი

ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ხელ­ნა­წე­რე­ბი

ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ათე­უ­ლო­ბით უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რი ინა­ხე­ბა. გა­სულ ნომ­რებ­ში რუბ­რი­კა "რე­ი­ტინ­გში" ქარ­თვე­ლი დიდ­გვა­როვ­ნე­ბის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღის შე­სა­ხებ მო­გითხ­რობ­დით. ახ­ლა კი ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის თხოვ­ნით, იმ ხელ­ნა­წერ დო­კუ­მენ­ტებ­ზე გი­ამ­ბობთ, სა­დაც მე­ფე­ე­ბის ხელ­მო­წე­რე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის ხელ­ნა­წე­რი დო­კუ­მენ­ტე­ბი ექ­სკლუ­ზი­უ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლე­ში" იბეჭ­დე­ბა.

თე­ი­მუ­რაზ პირ­ვე­ლი

კა­ხე­თის მე­ფის, თე­ი­მუ­რაზ პირ­ვე­ლის ხელ­ნა­წე­რი წყა­ლო­ბის სი­გე­ლი 1616 წლით თა­რიღ­დე­ბა და ბა­ა­დურ ცი­ციშ­ვილს მფარ­ვე­ლო­ბა­სა და უვ­ნებ­ლო­ბას ჰპირ­დე­ბა.

ლუ­არ­საბ მე­ო­რე

მე­ფემ დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქვა ქა­ი­ხოს­რო ცი­ციშ­ვილს, უკა­ნო­ნოდ მი­ტა­ცე­ბუ­ლი მა­მუ­ლე­ბის: ნიჩ­ბი­სის, ოხე­რა­სის, დო­ე­სის, ავ­კე­თის, ქვე­ნაფ­ლა­ვის, ღვი­სის­ხე­ვის დაბ­რუ­ნე­ბა­ში.

კონ­სტან­ტი­ნე მე­ო­რე

კა­ხე­თის მე­ფე კონ­სტან­ტი­ნე მე­ო­რემ იო­თამ მაღ­ლა­ნი­ძეს სო­ფე­ლი ზერ­ტი უწყ­ა­ლო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი წყა­ლო­ბის სი­გე­ლი 1472 წლით თა­რიღ­დე­ბა.

ალექ­სან­დრე პირ­ვე­ლი

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფეს ალექ­სან­დრე პირ­ველს 1440 წელს გა­მო­უ­ცია დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თე­მურ ლენ­გის­გან დაქ­ცე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბი­სა და ცი­ხე­ე­ბის აღ­სად­გე­ნად და ასა­შე­ნებ­ლად სა­კომ­ლო გა­და­სა­ხა­დი და­უ­წე­სე­ბი­ა.

ლუ­არ­საბ პირ­ვე­ლი

ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტი გა­და­სა­ხა­დის გა­ნახ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს და მას მე­ფე ლუ­არ­საბ პირ­ვე­ლი ამ­ტკი­ცებს.

გი­ორ­გი მერ­ვე

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მე­ფის, გი­ორ­გი მერ­ვის წყა­ლო­ბის სი­გე­ლი ვე­ნა­ხის გა­და­ცე­მას ეხე­ბა.

თა­მარ მე­ფე

თა­მარ მე­ფის ხელ­ნა­წე­რი ყმე­ბის შე­წი­რუ­ლო­ბის წყა­ლო­ბის სი­გე­ლი 1202 წლით თა­რიღ­დე­ბა. 1. ან­ტონ ჭყონ­დი­დელ­-მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის თხოვ­ნით მე­ფემ სხალ­ტბას წყლის მკაზ­მა­ვე­ბად ქო­სა­ის­ძე­ნი შეს­წი­რა. 2. თა­მარს შიო მღვი­მის მო­ნას­ტრის­თვი­საც შე­უ­წი­რავს ყმე­ბი. სი­გელს თა­მარ მე­ფე, და­ვით სოს­ლა­ნი, მღვი­მის კრე­ბუ­ლი, ან­ტონ ჭყონ­დი­დე­ლი და ქარ­თლის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ამ­ტკი­ცებენ.

გი­ორ­გი მე­თერ­თმე­ტე

ქარ­თლის მე­ფე გი­ორ­გი მე­თერ­თმე­ტე ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი მე­ფე­ა. მის მი­ერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი წყა­ლო­ბის წიგ­ნი ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­ცა­ვებ­ში ინა­ხე­ბა.

იხილეთ ფოტოგალერეა

თეკლა ტუღუში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს