დააკნინა თუ არა მაკა ასათიანმა მამუკა ღლონტის გავლენა "მაესტროში"

დააკნინა თუ არა მაკა ასათიანმა მამუკა ღლონტის გავლენა "მაესტროში"

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "მაესტროზე" მიმდინარე ცვლილებების გამო, არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა არხი დატოვა. "ამბები.გე" მამუკა ღლონტს დაუკავშირდა:

- რა სისულელეა? წლებია დაჟინებით ვაცხადებ, რომ კომპანიის ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობას არ ვიღებ, მაგრამ რატომღაც არავის სჯერა. "მაესტროში" ვრჩები იმ დოზით, რა დოზითაც ბოლო წლების განმავლობაში ვიყავი. მე ვარ დამფუძნებელთა საბჭოში და სტრატეგიულ გადაწყვეტებებს ვიღებ. ვიმეორებ, ყოველდღიურ მართვაში ბოლო სამი წელია, არც ვყოფილვარ ჩართული და არც მომავალში ვაპირებ დაბრუნებას.

ბოლო დროს, გავაკეთე ორი ძალიან კარგი პროექტი, რომელიც მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ეს არის ნომერ პირველი საინფორმაციო რადიო "მაესტრო" და ახლა უკვე მსმენელისთვის ძალიან კარგი რადიო "ვინილი". ეს ორი პროექტი ჩემი საყვარელი პროექტებია და მათით ვარ გატაცებული. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვმონაწილეობ "მაესტროს" საქმეებში, ოღონდ, იმ დოზით, რა დოზითაც ადრე ვმონაწილეობდი.

- ანუ არანაირად დაკნინებულა მამუკა ღლონტის როლი და ფუნქცია "მაესტროში?"

- როგორ შეიძლება, ჩემი როლი ჩემმა უსაყვარლესმა და უტკბილესმა მეგობარმა, მაკა ასათიანმა დააკნინოს?

ლალი ფაცია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები