ტუალეტის ფოტოგრაფია - ნიკა გრიგოლიას ახალი საქმიანობა?

ტუალეტის ფოტოგრაფია - ნიკა გრიგოლიას ახალი საქმიანობა?

რაც ნიკა გრიგოლიამ "კომედი შოუს" შემადგენლობა დატოვა, ტელეეკრანზეც იშვიათად ჩანს. სულ ბოლოს "ცეკვავენ ვარსკვალების" ერთ-ერთ შოუში მიიღო მონაწილეობა, როდესაც კოტიკო თოლორაიასა და მის მეწყვილეს, ანი ჯაჯანიძეს ცეკვის წარდგენაში დაეხმარა. სწორედ ამ ნომრის მომზადებისას, ნიკა ცირკის კულისებში ვნახეთ და ბლიც-ინტერვიუც ჩამოვართვით.

- დღეს აქ კონსტანტინე თოლორაიას ცეკვაში ვეხმარები: პარაფსიქოლოგის როლი მაქვს, ადამიანი ტრანსში უნდა შევიყვანო, ჰიპნოზს ვუკეთებ. მოკლედ, კოტიკო ცეკვავს და მე მის პარტნიორს ვამზადებ...

- თვითონ თუ ცეკვავ?

- არა! ზოგადად მოძრაობა კი მიყვარს, მაგრამ ცეკვა არ გამომდის, რაღაც ვერ ვამუღამებ. დადგენილ სტანდარტებს - როდის რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგა, არ შემიძლია, ყოველთვის უფრო მეტს, უფრო ჩქარა, ნელა ვდგამ. მოკლედ, ისეთ მოძრაობებს ვერ ვაკეთებ, რაც საჭიროა...

- როგორც ჩანს, რიტმს ფეხს ვერ უწყობ...

- კი, ზოგადად ცხოვრების რიტმსაც ვუსწრებ...

ცეკვისას მარჯვნივ რომ უნდა გავშალო ფეხი და წესი ფეხის გაშლას მარცენა მხარეს მკარნახობს, ამის გაკეთება მიჭირს, არ გამომდის, ვერ ვახერხებ...

- ახლა სად ხარ და რას საქმიანობ?

- ვერთობი...

- რაღაც გადაცემაზე ხომ მუშაობდი?

- ახლაც ვმუშაობ, თავისუფალ დროს ვერთობი. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს... ჩემი საყვარელი საქმეა მეგობრებთან ყოფნა... პრინციპში საყვარელი საქმე არც მაქვს... კარგი იქნებოდა, რომ ვიყო მხატვარი, მუსიკოსი, სპორტსმენი ან ფოტოგრაფი...

- ფოტოგრაფობა კი შეგიძლია... რა გიშლის ხელს?

- ადრე მართლა მინდოდა ფოტოგრაფობა, მაგრამ ახლა მაგის დრო არ მაქვს. ისე, ხელში ფოტოაპარატს პროფესიულად თუ ავიღებდი, ფოტოგრაფიაში ალბათ ყველაზე აქტუალურ მიმდინარებას - ტუალეტის ფოტოგრაფიას დავამკვიდრებდი და ჩემს თავს ასე წარვადგენდი. მაგარი იქნებოდა... ვიმუშავებდი კლუბებში, სასტუმროებში და სურათებს ტუალეტში გადავიღებდი... ამ დროს გვერდით ფოტოგრაფს გადაულაპარაკა - ხომ მასწავლი, ჩემი ტუჩებგამოპრუწული ფოტოები ტელეფონით კარგად როგორ გადავიღო?

- მაგარი ფანტაზიორი ხარ...

- ასეა ყოველთვის, ყველანაირი მაგარი იდეა ფანტაზიებში იბადება და იწყება. მერე კი "ფანტაზიები" მილიონებად იქცევა ხოლმე.

- ძველი სამსახური არ გენატრება?

- კი, მაგრამ აღარ არის, მორჩა...

- უკან არავინ დაგაბრუნებს?

- თვითონ იციან... ყველაფერი კარგად არის. კი მენატრება, მაგრამ რაღაც რომ მენატრება ხოლმე, მალე მბეზრდება კიდეც.

ლალი ფაცია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები