რუსლან ლობანოვის ფოტოებზე ქალები ხელოვნების ნამუშევარს უფრო ჰგვანან, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს და მათი ცქერა უსასრულოდ შეიძლება.
ლობანოვი ქალური სილამაზის ღირსეული შემფასებელია და როგორც საკუთარი საქმის ნამდვილი ფანატი, ამას უზადოდ კარგად ასრულებს.
მის ფოტოებს განსხვავებული მიდგომა გამოარჩევს: დიდი ყურადღება არამხოლოდ მოდელს, არამედ კადრში მოხვედრილ დეტალებსაც ეთმობა, რომლებიც ერთგვარ ანტურაჟს ქმნიან.
"შიშველი სხეული - ემოციების, განწყობის გადაცემის ინსტრუმენტია ისევე როგორც საათი და ფეხსაცმელიც კი. ეს არის გაძლიერებული აღქმადობის აქსესუარი", - ამბობს ავტორი.
ამიტომაა, რომ ფოტოები ხელოვნების ნიმუშებს უფრო ჰგავს და არა გლამურული ჟურნალების ვულგარულ კადრებს.
ჩვენ გაძლევთ შანს უკრაინელი ფოტოგრაფის ნამუშევარს გაეცნოთ, სადაც ის ქალის ბუნებრივ სილამაზეს ასახავს. მისმა ფოტოებბა ხომ მთელი მსოფლიო დაიპყრო.
იხილეთ ფოტოგალერეა
