"მინიკრედიტ საქართველო" საერთაშორისო ოქროს ვარსკვლავით დაჯილდოვდა - ხარისხში, ლიდერობაში, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინოვაციაში. "მინიკრედიტს" ჯილდო გადაეცა პარიზში (Hyatt Regency Paris Etoile Palais des Congress Convention Hall) "ბი.აი.დი"-ს პრეზიდენტისგან ხოსე პრიეტოსგან.
საერთაშორისო ხარისხის კონვენციამ - "პარიზი 2013" დააჯილდოვა მსოფლიოს 54 სხვადასხვა ქვეყანა მიღწევებისთვის ხარისხში, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინოვაციაში. ევროპის, აფრიკის, ამერიკის, აზიის კონტინენტებზე წარმოდგენილმა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა მიიღეს საერთაშორისო ხარისხის ჯილდო მათი მიღწევებისთვის. ამით, კი შეუერთდნენ პრესტიჟული "ბი.აი.დი"-ს ჯგუფს.
კომპანიის დირექტორის, ნინო ბუჟგულაშვილის თქმით, დაარსების დღიდან მინიკრედიტი ზრუნავს თავისი მომხმარებლების კმაყოფილებისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. 2013 წელს კი კომპანიამ წარმოადგინა ახალი პროდუქტები: "მინიკრედიტის" პლასტიკური ბარათი და ახალი სოციალური პროექტი "მინიფონდი".
შეგახსენებთ, რომ "მინიკრედიტი" www.minicredit.ge არის ლიდერი ბრენდი ევროპის მთავარ ქვეყანაში, მათ შორის ლატვიაში, პოლონეთსა და ესტონეთში, 2011 წლიდან კი საქართველოში. კომპანია საშუალებას აძლევს 21 წლის ზემოთ მყოფ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ისარგებლოს ინტერნეტ კრედიტით, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. დღესდღეობით "მინიკრედიტ საქართველოს" ჰყავს 50 000 მომხმარებელი. კრედიტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ვადა 30 დღეს.
R