ფილიპინებში გარდაცვლილთა დღეს აღნიშნავენ

ფილიპინებში გარდაცვლილთა დღეს აღნიშნავენ

ფილიპინებში გარდაცვლილთა დღეს აღნიშნავენ. ტრადიციულ ფესტივალს ყველა სულის დღე -Araw ng mga Patay ჰქვია.

მილიონობით ფილიპინელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაფლაოებზე მიდიან და გარდაცვლილ ნათესავებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს პატივს მიაგებენ. დღესასწაული 31 ოქტომბერს აღინიშნება - ფილიპინელები სასაფლაოებს ასუფთავებენ და სანთლებს ანთებენ.

ფოტოგალერეაში North Manila-ს სასაფლაოა წარმოდგენილი. რამდენიმე ფოტოზე ადამიანის თავის ქალებია, რომელიც საერთო საფლავშია ჩასვენებული. ამ ხერხით სხვა მიცვალებულებისთვის დასამარხი ადგილი თავისუფლდება.

ფილიპინებში ამ დღეს არ მუშაობს არცერთი საჯარო დაწესებულება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო