"საბავშვო კარუსელის" ახალი ნომერი

 "საბავშვო კარუსელის" ახალი ნომერი

პარასკევს, 1-ელ ნოემბერს გამოვიდა ყოველკვირეული შემეცნებით-გასართობი ჟურნალის, "საბავშვო კარუსელის" ახალი ნომერი, რომელშიც ნახავთ:

საბავშვო კროსვორდებს, სკანვორდებსა და რებუსებს.

ლამაზად ილუსტრირებულ, გონების სავარჯიშ ტესტებს, რომელიც პატარებს ზოგადი უნარების ჩამოყალიბებაშიც დაეხმარება.

კალიგრაფიისთვის ხელის გასავარჯიშებელ დავალებებს, გასაფერადებლებს.

ისწავლიან, როგორ დაამზადონ ქაღალდის ფურცლისგან ძაღლი მაკრატლისა და წებოს გარეშე.

ლოგიკურ თავსატეხებს რუბრიკაში "საშინაო დავალებები, რომლებიც ბავშვს განსჯისა და დაკვირვების უნარის გამომუშავებაში ეხმარება.

სამაგიდო თამაშს "მხიარული ბილიკი", რომლისთვისაც კამათელი და ფანტებია საჭირო. ამ თამაშში ბავშვთან ერთად მთელ ოჯახს შეუძლია მონაწილეობის მიღება, რაც ბავშვისა და უფროსების დაახლოების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

სახალისო ამოცანებს, რომლებიც მეხსიერებას ავარჯიშებს და ცოდნის შემოწმების საშუალებასაც იძლევ.

განმავითარებელ თამაშებს რუბრიკაში "ყველაზე პატარებისთვის"

თამაშებს ცნობილი მულტპერსონაჟების მონაწილებით.

შემეცნებით მასალას უძველესი ქართული ციხე-სოფლის, შატილის შესახებ.

აგრეთვე ლექსებს, მოთხრობას, იგავ-არაკსა და ზღაპარს.

ჟურნალში ქვეყნდება პატარა მკითხველების ნახატები, რომლებიც შეგიძლიათ რედაქციაში მოგვიტანოთ ან გამოგვიგზავნოთ ჟურნალში მითითებულ მისამართებზე.

ჟურნალის ახალ ნომერშია ფასდაკლების კუპონი, რომლითაც მაღაზია "ბიბლუსის" ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ფაზლებად ასაწყობი "ქართული ხალხური ზღაპრები" 7 ლარად (12 ლარის ნაცვლად).

ჟურნალს თან ახლავს ხმოვანი წიგნები სპეციალურ ფასად, თუმცა ჟურნალის შეძენა წიგნის გარეშეც შესაძლებელია.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები