"ორი შვილი მყავს და კიდევ ორს ველოდები"

"ორი შვილი მყავს და კიდევ ორს ველოდები"

"არასდროს არაფერი დამიგეგმავს, გადაწყვეტილებებს ყოველთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით ვიღებდი და ასე მოვედი დღემდე... მამას რჩევას ვეკითხებოდი, მაგრამ მსჯელობის შემდეგ, არჩევანს ყოველთვის დამოუკიდებლად ვაკეთებდი... იდეა, მოთხოვნა და ინტერესი ყოველთვის მქონ-და და ვაკეთებდი იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნდა", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია, რომელიც თავის ცხოვრებაზე საუბრობს. მამასთან, გოგი ხოშტარიასთან, დღემდე განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ამბობს, რომ სერიოზულ, პოლიტიკურ თემებზე მამას ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან ესაუბრებოდა...

- თბილისის მე-6 გერმანული სკოლა დავამთავრე. ჩემი მოსწავლეობის პერიოდი 90-იანი წლების არეულობას დაემთხვა, რომელიც ყველასთვის, მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იყო. საბედნეროდ, ჩვენი სკოლა ძალიან თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი იყო, კარგი მასწავლებლებითა და მოსწავლეებით და ამან იმ რთული პერიოდის გადალახვა გამიადვილა. იქ ახალგაზრდა მასწავლებლები ასწავლიდნენ და გარდა იმისა, რომ ინტელექტუალები გახლდნენ, ძალზე მკაცრებიც იყვნენ. იქ არ იყო მხოლოდ დაზუთხვა, ანალიტიკურ აზროვნებასაც გვაჩვევდნენ... ერთი სიტყვით, დაუსრულებლად შემიძლია იმ წლებზე ვისაუბრო, რადგან სკოლის პერიოდმა ჩემს ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი, ფაქტობრივად, გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინეს მასწავლებლებმა, რომელთა ჩამოთვლასაც არ შევუდგები, რადგან არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. როგორც ვთქვი, ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, სკოლა ჩემთვის ოჯახივით თბილი და ახლობელი გახლდათ. უბრალოდ მერხთან კი არ ვისხედით, გარკვეულწილად იქ ვცხოვრობდით კიდეც...

- კლასელებს როგორ გაიხსენებთ?

- საოცრად მეგობრული და რაც მთავარია, საინტერესო კლასელები მყავდა. მათი გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმავე მიზეზით, რომ არავინ გამომრჩეს... ყველა ერთნაირად განვიცდიდით იმ გაჭირვებას, არეულობას, კრიმინალს, დაუსრულებელ მკვლელობებს, შიმშილსა და ყველა იმ უბედურებას, რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა. იმის გამო, რომ ხშირად ტრანსპორტი არ იყო, სკოლაში ფეხით დავდიოდით, თუმცა ესეც სარისკო გახლდათ, რადგან ომი იყო და ტყვიების ზუზუნი არავის უკვირდა. ეს განურჩევლად ყველას ეხებოდა, მათ შორის, ჩემს ოჯახსაც, რადგან მამაჩემი აქტიურ პოლი-ტიკაში იყო ჩართული... თუმცა ეს მძიმე პერიოდი, რაც უნდა უცნაური იყოს, პოზიტიურად მახსენდება, თუნდაც იმიტომ, რომ გამოცდილება მომცა და ბევრ რამეზე ადრეულ ასაკშივე დამაფიქრა.

- მამა, გოგი ხოშტარია, ზვიად გამსახურდიას დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამან თქვენს ცხოვრებაზე ალბათ გარკვეული გავლენა იქონია...

- დიახ, მაგრამ იცით, ვერ ვიტყვი, რომ დადებითი, პირიქით, პროტესტის გრძნობასაც კი იწვევდა ჩემში, რომ მინისტრის შვილი ვიყავი. მართალია, მამა ცოტა ხანს იყო მინისტრად, მაგრამ მაშინდელი განცდა მაინც მახსოვს, ამით მაინცდამაინც ბედნიერი არ ვიყავი... მასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა და საუბრები ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მქონდა. როდესაც ამის დრო ჰქონდა, ისიც სიამოვნებით მიზიარებდა თავის შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე და მეც მეკითხებოდა აზრს.

- რა იყო ყველაზე ხშირად მამა-შვილის საუბრის თემა?

- პოლიტიკური პროცესები, - მიტინგები, დარბევა, რუსეთი, რა პრობლემა ჰქონდა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში. დიახ, ბავშვი ვიყავი, მაგრამ ასეთ რთულ თემებზე ვლაპარაკობდით, რადგან ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო, რადგან მაშინდელი მოსწავლეები აქტიურად ვიყავით ჩართული 9 აპრილის მიტინგებში და შემდგომ პროცესებში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია