თორნიკე კვერენჩხილაძემ მომავალ მეუღლეს ცოლობა პირველივე შეხვედრაზე სთხოვა

თორნიკე კვერენჩხილაძემ მომავალ მეუღლეს ცოლობა პირველივე შეხვედრაზე სთხოვა

ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე ჯერ მხოლოდ 24 წლისაა. წარმატებას მიაღწია, მაგრამ ფიქრობს, რომ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს. "იმედის" დღის საინფორმაციოს წამყვანობა რთულია, ამიტომ დღის განმავლობაში სულ სიახლეების ძიებაშია. დაახლოებით ერთი წლის წინ კი, როცა "მეცხრე არხზე" მუშაობდა, ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადებისას "ალისტრახოსაც" გადაეყარა და მხოლოდ დიდი მოთმინების ხარჯზე მოახერხა, რომ შარში არ გახვეულიყო. ხიფათიან ჟურნალისტურ ცხოვრებას თორნიკე დღეს უკვე ხუმრობით იხსენებს.

"დიპლომატობისთვის ფიცხი გურული ვარ"

- ფოტო შვიდი თვისას მშობლებთან ერთად გაქვს გადაღებული.

- ბათუმში დაბადებული და გაზრდილი გურული ვარ. გურიაში ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი. ორივე მშობელი გურულები მყავს. მამა ბათუმის პორტში მუშაობდა. დედა პედაგოგია. საბავშვო ბაღში მუშაობდა. ახლა არც ერთი მშობელი არ მუშაობს. ოჯახში პირველად მე გავჩნდი, მერე დაიბადა ჩემი და, ნანიკა. გვყავს უმცროსი ძმა ლადო.

- დასთან ერთად ფოტო სად გაქვს გადაღებული?

- ბათუმის ბულვარში. სურათზე დაახლოებით ორი წლის ვიქნები. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. არაფრით გამორჩეული. მეუბნებიან, რომ კარგად ვსწავლობდი. საკუთარი თავის ქება არ მიყვარს, ამიტომ ჩემს სწავლაზე მე თვითონ ვერაფერს ვიტყვი. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლა დავამთავრე. სურათი მეცხრე კლასში გადავიღე ძმასა და მამასთან ერთად. ერთ დროს გამხდარი ბიჭი ვიყავი. მერე სოხუმის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მეორადი სპეციალობა ჟურნალისტიკა მქონდა.

- მომდევნო ფოტო სტუდენტობის დროს გაქვს გადაღებული?

- დიახ, ჯგუფელებმა გადავწყვიტეთ, კახეთში ექსკურსია მოგვეწყო, ბოდბე და სიღნაღი მოვინახულეთ. სურათი ბოდბეშია გადაღებული.

- ეს პროფესიები რატომ აირჩიე?

- ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ, რა უნდა გამოხვიდეო, ვამბობდი, დიპლომატი-მეთქი და დიპლომატობა ისე წარმომედგინა, რომ დიპლომატით უნდა მევლო. მერე რომ გავიზარდე და გავაანალიზე, რისი გაკეთება მინდოდა, მივხვდი, რომ დიპლომატობისთვის ძალიან ფიცხი გურული ვარ.

- ამბობენ, ქართველებს ყველაზე დიდი დიპლომატი გურიიდან გვყავს. ედუარდ შევარდნაძეს ვგულისხმობ.

- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ვარჩიე, რომ ჟურნალისტიკაში წავსულიყავი. ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა ძნელია, მაგრამ თუ გამოვედი, ძალიან სხვანაირი ვხდები.

- ფიცხი ხასიათის გამო პრობლემები შეგქმნია?

- სამსახურში პრობლემა არ მქონია. მეგობრებთან ურთიერთობაში ყველას გაუჭედავს, მაგრამ დიდი პრობლემა არ შემქმნია. ბაკალავრის დიპლომი მაქვს. ახლა ვფიქრობ, დიპლომატიურზე გავაგრძელო სწავლა თუ ჟურნალისტიკაში მაგისტრატურა გავიარო. თბილისში სწავლა რომ დავამთავრე, ისევ ბათუმში დავბრუნდი. მანამდე სულ ვამბობდი, სადაც დაიბადე, იქ უნდა იცხოვრო-მეთქი. ბათუმი ძალიან მიყვარს. თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვედი, ლამის მთელ ჩემს ფულს ტელეფონის ანგარიშზე ვრიცხავდი და ყველა ჩემს მეგობარს ვურეკავდი. ბათუმში რომ დავბრუნდი, მეგობარმა მირჩია, აჭარის ტელევიზიაში სტაჟირებაზე მივსულიყავი. ჯერ ჟურნალისტად ვმუშაობდი და მერე ეთერში დამსვეს. 21 წლის ვიყავი, პირველად ეკრანზე რომ გამოვჩნდი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები