"რუსული დროშის დაწვა ვანდალიზმია" - მერის თანაშემწე

"რუსული დროშის დაწვა ვანდალიზმია" - მერის თანაშემწე

ფოთში, მთავარ გამზირზე, საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, გამოფენილი რუსეთის დროშა "ნაციონალურმა მოძრაობის" ადგილობრივმა ორგანიზაციამ, სხვა ფოთელებთან ერთად პროტესტის ნიშნად დაწვა. აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის კულტურისა და სპორტის საკითხებში ფოთის მერის თანაშემწე ოთარ ხარჩილავა გამოეხმაურა. მისი განმარტებით, დროშის დაწვით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

"რუსეთი დროშის დაწვის ხელმძღვანელი ვინ იყო არ ვიცი, მაგრამ ეს არის ვანდალიზმი. ეს ცდება ადამიანურ ჩარჩოებს"- განაცხადა ხარჩილავამ.

მოსახლეობის მხრიდან რუსეთის დროშის დაწვის შემდეგ, ფოთის მერიმ ფესტივალში მონაწილე სხვა ქვეყნების დროშებიც ჩამოხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ფოთში რუსული დროშა დაწვეს

იხილეთ ვრცლად

livepress.ge