Kia Motors-ი მსოფლიო 100 საუკეთესო ბრენდს შორის დაწინაურდა

Kia Motors-ი მსოფლიო 100 საუკეთესო ბრენდს შორის დაწინაურდა

Kia Motors კორპორაციის ბრენდის ღირებულება წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით გაიზარდა და ის ახლა 83-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო ტოპ-100 ბრენდს შორის. ეს ინფორმაცია გამოქვეყნებულია ამ თვეში "ინტერბრენდის" (Interbrand), მსოფლიოს უდიდესი ბრენდების საკონსულტაციო ჯგუფის მიერ.

Kia პირველად მსოფლიოს საუკეთესო ტოპ 100-ს წინა წელს შეუერთდა, იგი 87-ე ადგილს იკავებდა, მაგრამ შემდეგ 4 პოზიციით დაწინაურდა. ახლა Kia-ს ბრენდის ღირებულება შეფასებულია $4.7 მილიარდად. ეს წინა წლების შეფასებებთან შედარებით ბრენდის ღირებულების 15%-ან ან $619 მილიონიან ზრდას წარმოადგენს.

გლობალური მასშტაბით Kia-ს წარმატება აქტიურმა სპორტულმა მარკეტინგმა განაპირობა. ბრენდი მსოფლიო ფეხბურთის ჩემპიონატის - FIFA World Cup-ის, Australian Open ჩოგბურთის ტურნირისა და NBA კალათბურთის სერიების ოფიციალური პარტნიორია.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Kia-მ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ციფრულ და სოციალურ მედიაში. კომპანიის ინტერნეტ აქტივობებში ჩართულია 1.4 მილიარდი ადამიანი და ყოველდღიურად,საშუალოდ 300 000 "კიასთან" დაკავშირებულ კომენტარს ითვლის.

2013 წლის ივნისში Interbrand-მა კიას "50 საუკეთესო მწვანე ბრენდებს" შორის 37-ე ადგილი მიანიჭა. ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრენდის მიერ გარემოზე ზრუნვას, რაც eco-friendly და ამავდროულად ეკონომიური ავტომობილების გამოშვებით გამოიხატება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი