მომღერალი დათო ხუჯაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, რომელიც კრემლის შენობაშია გადაღებული. ფოტოს დართული აქვს შემდეგი მინაწერი: Я и Марина Девятова в Кремле. მომხიბვლელი გოგონა, რომელიც დათო ხუჯაძეს უმშვენებს გვერდს, მომღერალი მარინა დევიატოვაა.
დათო ხუჯაძე არაერთხელ გამხდარა ქართული საზოგადოების იმ ნაწილის აგრესიის მსხვერპლი, რომლებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ქართველი მომღერლების რუსეთში მოღვაწეობა. შესაძლოა ამან განაპირობა ისიც, რომ მომღერლის კონცერტმა, რომელიც 2013 წლის თებერვალში გაიმართა, ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა.
ასევე დაგაინტერესებთ:
დათო ხუჯაძე - "ჩემი ყოფილი ცოლი ბავშვს არ მანახებს"
დათო ხუჯაძის კონცერტმა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა (არქივი, 06-02-2013)
