მიმდინარე წლის 12-14 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" N11 პავილიონში გაიმართება ენერგეტიკის, ელექტროტექნიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო გამოფენა Elcomm Caucasus 2013.
გამოფენაში მონაწილეობს 40-მდე ქართული და უცხოური კომპანია. დამთვალიერებელი მიიღებს ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების, პროექტების, დანადგარებისა და მომსახურებების შესახებ ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში.
გამოფენის მთავარი თემებია:
• ენერგეტიკის ინდუსტრიაში გამოყენებული დანადგარები და მოწყობილობები
• გადამცემი ხაზები
• მართვის ავტომატური სისტემები
• კონტროლის სისტემები
• პროგრამული უზრუნველყოფა
• ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგია
• ენერგიის მართვა
• უსაფრთხოების სისტემები
• ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგია
გამოფენის მიზანია - ახალი ტექნოლოგიების, ხელსაწყოების და მომსახურების ჩვენება, მომწოდებლებისა და მყიდველების დაკავშირება, ახალი პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
გამოფენის ფარგლებში ტარდება კონფერენცია. ექსპერტები ისაუბრებენ მნიშვნელოვანი საკითხების ახლებური გადაწყვეტის გზებზე, შესაძლებელი იქნება გამოცდილებასა და პრობლემატიკაზე საუბარი. წარმოდგენილი იქნება საინვესტიციო პროექტები. კონფერენციაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია.
გამოფენაზე დასწრებას შეძლებს ნებისმიერი მსურველი, ბილეთები გაიყიდება გამოფენის სარეგისტრაციო დახლთან, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ვებგვერდი და ფეისბუქის გვერდი - www.expogeorgia.ge და www.facebook.com/expogeorgia.
R