როგორი გოგონები არ მოსწონს გიორგი ქორქიას

როგორი გოგონები არ მოსწონს გიორგი ქორქიას

მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტა აქვს, ამბობს, დრო რომ იყიდებოდეს, არ იყიდდა. დილით, უფრო სწორად ღამე, იმისთვის იღვიძებს, რომ "რუსთავი 2"-ის დილის მაყურებელს კარგი განწყობა შეუქმნას. ეშინია ბნელი ხალხის და ვერ იტანს ზედმეტად მოწესრიგებულ იდიოტებს. მაშ ასე, ამჯერად "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის გიორგი ქორქიას ბლიცინტერვიუს გთავაზობთ.

- დრო რომ იყიდებოდეს...

- არ ვიყიდდი.

- რატომ?

- უბრალოდ, არ მჭირდება. რისთვისაც საჭიროა, დროს ყოველთვის მოვნახავ.

- რომ არ არსებობდეს შვებულება...

- დავემსგავსებოდი აქლემს. დილის გადაცემაში საკმაოდ რთული სამუშაო გრაფიკი მაქვს. ყოველდღე დილის 5 საათიდან სამსახურში ვარ. სახლშიც ღამე მივდივარ. ასე რომ, შვებულების გარეშე გამიჭირდებოდა. ხუთი წლის განმავლობაში პირველად წელს დავისვენე.

- ყველაზე მწარედ მახსოვს...

- ალბათ, თბილისის ომი. 90-ანი წლები იყო ყველაზე ცუდი, თუმცა მე გამიმართლა, რომ ნორმალურ ხალხთან მქონდა ურთიერთობა.

- თვალს ვარიდებ...

- როცა თვალში ლინზებს ისვამენ. მართლა ვერ ვუყურებ მაგ პროცესს.

- არ მომწონს გოგო, რომელიც...

- ...ხმამაღლა ლაპარაკობს.

- მეშინია...

- ბნელი ხალხის, თუმცა შიშს ვერ დავარქმევდი მაინც ამას. უფრო ვერიდები ეგეთებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები