4 ქარ­თვე­ლი პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი - რა­ტომ აკ­რი­ტი­კებ­დნენ პრე­ზი­დენ­ტე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რებს

4 ქარ­თვე­ლი პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი - რა­ტომ აკ­რი­ტი­კებ­დნენ პრე­ზი­დენ­ტე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რებს

ზო­გის­თვის ეს პრი­ვი­ლე­გი­ა­ა, ზო­გის­თვის - სტა­ტუ­სი, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის­თვის, ალ­ბათ - სა­ოც­ნე­ბო. იყო პირ­ვე­ლი ლე­დი, ნიშ­ნავს იყო ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის მი­სა­ბა­ძი­ა, გახ­დე სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­ხე ყველ­გან და ყო­ველ­თვის. მარ­თა­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნების სიმრავლით ვერ და­იკ­ვეხ­ნის, მაგ­რამ ვინც გვყავ­და, მათ გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი.

მა­ნა­ნა არ­ჩვა­ძე-­გამ­სა­ხურ­დია, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ამ ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი 1991 წელს გახ­და. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ პრე­ზი­დენტს ბევ­რი საყ­ვე­დუ­რობ­და, რომ მი­სი მეუღლე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ზედ­მე­ტად ერე­ო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნა­ნა არ­ჩვა­ძე ახალ­გაზ­რდო­ბა­ში იმ­დე­ნად მშვე­ნი­ე­რი გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მო­დე­ლო­ბაც კი შეს­თა­ვა­ზეს.

ნა­ნუ­ლი ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა და ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ ერ­თმა­ნე­თი სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის ბო­ლო პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნეს, მა­შინ შე­ვარ­დნა­ძე ჯერ კი­დევ კომ­კავ­ში­რის აქ­ტი­ვის­ტი იყო. ნა­ნუ­ლის მა­მა, რაჟ­დენ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი, სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის დროს დახ­ვრი­ტეს. ეს ქორ­წი­ნე­ბა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და კა­რი­ე­რის და­სას­რუ­ლა­დაც კი ქცე­უ­ლი­ყო: მას ხომ სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტის შვი­ლი მოჰ­ყავ­და ცო­ლად. ამ მი­ზე­ზით და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე ნა­ნული­მაც უა­რი უთხ­რა, თუმ­ცა შე­ვარ­დნა­ძე არ შე­შინ­და და წყვილ­მა იქორ­წი­ნა. ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძის ცნო­ბი­ლი ფრა­ზა დღე­საც ბევრს ახ­სოვს: "კარ­გი დი­სახ­ლი­სი თუ ხარ, თვე­ში რვა ლა­რა­დაც უნ­და შეძ­ლო ოჯა­ხის შე­ნახ­ვა" ­(მა­შინ პენ­სია 8 ლა­რი იყო). 2004 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს უკ­ვე ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა, ის კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში დაკ­რძა­ლეს. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ მე­უღ­ლის და­კარ­გვა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა.

სან­დრა­-ე­ლი­სა­ბედ რუ­ლოვ­სი. მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 1993 წელს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუტ­ში სწავ­ლის დროს შეხ­ვდა. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ჰო­ლან­დი­ე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლე­დი გახ­და. სან­დრა რუ­ლოვ­სმა კარ­გად შე­ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა, ზო­გი­ერთ სა­ღა­მო­ზე ქარ­თულ და მეგ­რულ სიმ­ღე­რებ­საც ას­რუ­ლებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­სა­ში გა­მუდ­მე­ბით იწე­რე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტის სუს­ტი სქე­სი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის შე­სა­ხებ, რჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სან­დრა ყუ­რადღ­ე­ბას ამას სა­ერ­თოდ არ აქ­ცევ­და. სან­დრა პო­ლი­ტი­კა­ში ნაკ­ლე­ბად ერე­ო­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ახ­ლდა მე­უღ­ლეს უცხ­ო­ეთ­ში ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზი­ტებ­ზე. მის­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ პო­ლი­ტი­კის გარ­და თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო მო­იც­ვა. კითხ­უ­ლობ­და ლექ­ცი­ებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მუ­შა­ობ­და ექ­თ­ნად ერ­თ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, პრო­პა­გან­დას უწევ­და ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს, თუმ­ცა კრი­ტი­კას ვერც სან­დრა რუ­ლოვ­სი გა­და­ურ­ჩა. პირ­ვე­ლი ლე­დი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გა­მომ­წვე­ვად ჩაც­მუ­ლი, მაგ­რამ გე­მოვ­ნე­ბას მა­ინც უწუ­ნებ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა აზერ­ბა­ი­ჯან­ში მის­მა ვი­ზიტ­მა და იმ ფო­ტო­ებ­მა გა­მო­იწ­ვი­ა, სა­დაც ორი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტებს გვერდს მე­უღ­ლე­ე­ბი უმ­შვე­ნებ­დნენ. მა­შინ პირ­ვე­ლი ლე­დის მოკ­ლე კა­ბა­ზე დიდ­ხანს ქი­ლი­კობ­დნენ.

ვინ იქ­ნე­ბა მე­ოთხე პირ­ვე­ლი ლე­დი?

სა­ქარ­თვე­ლოს უკ­ვე მე­ოთხე პრე­ზი­დენ­ტი ჰყავს - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. თუმ­ცა ჯერ ქვე­ყა­ნას ოფი­ცი­ა­ლუ­რად პირ­ვე­ლი ლე­დი არ ჰყავს - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი მა­კა ჩი­ჩუ­ა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მა­კა ჩი­ჩუა ყო­ფი­ლი ვი­ზა­ჟის­ტი და მსა­ხი­ო­ბი­ა. მი­სი ბო­ლო რო­ლი რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას ფილ­მში "გა­ი­ღი­მე", არჩევნების შემდეგ განსაკუთრებულად ყურადღების ცენტრში მოექცა. "მა­კა არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. ის არის მხატ­ვა­რი, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბიც ძა­ლი­ან მომ­წონს. ის არის მუ­სი­კო­სი; არის ღრმა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მსჯე­ლო­ბა უაღ­რე­სად რთულ სა­კითხ­ებ­ზე; ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლმაც ურ­თუ­ლეს ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი მუდ­მი­ვი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს მძაფ­რი თვა­ლის ქვეშ, შეძ­ლო და მას­წავ­ლა, რომ შე­იძ­ლე­ბა იყო მშვი­დად. და­მა­ნა­ხა, რომ მას­თან ერ­თად იო­ლად გა­და­ი­ტან სირ­თუ­ლე­ებს. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ მო­მენ­ტებ­ში მუ­დამ გვერ­დით მედ­გა. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მე ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა ჩემ­თვის", - აცხ­ა­დებ­და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ.

ცნობისთვის: ტერ­მი­ნი "პირ­ვე­ლი ლე­დი" პირ­ვე­ლად აშ­შ-ში 1849 წელს, პრე­ზი­დენ­ტმა ტე­ი­ლორ­მა გა­მო­ი­ყე­ნა - მან ასე მო­იხ­სე­ნია მე-4 პრე­ზი­დენ­ტის ჯე­იმს მე­დი­სო­ნის მე­უღ­ლე, დო­ლი მე­დი­სო­ნი. თუმ­ცა ეს "პირ­ვე­ლი ლე­დი" ოფი­ცი­ა­ლუ­რად 1877 წლის შემ­დეგ დამ­კვიდ­რდა. ჟურ­ნა­ლის­ტმა მე­ირ ეიმ­სმა პრე­ზი­დენტ რუ­ტერ­ფორდ ჰე­ი­ზის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­სას, ასე უწო­და პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლეს, ლუ­სი უებ ჰე­იზს.

მოამზადა ქეთი საგინაშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია