დათო ტურაშვილი - ჩვენ არა ვართ წიგნიერი ერი

დათო ტურაშვილი - ჩვენ არა ვართ წიგნიერი ერი

"ჩვენ არა ვართ კითხვის მოყვარული, წიგნიერი ერი და ეს არის სამწუხარო ფაქტი", - განაცხადა მწერალმა დათო ტურაშვილმა ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე. შეხვედრა ევროკავშირის პროექტის "ვისაუბროთ წიგნებზე" ფარგლებში გაიმართა და ერთ კონკრეტულ წიგნს, რომენ გარის "თეთრ ძაღლს" დაეთმო.

როგორც მწერალმა აღნიშნა, რომენ გარი არის მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორი. ის ერთადერთი მწერალია, ვისაც გონკურის პრემია ორჯერ გადაეცა. მაშინ, როდესაც აღნიშნული პრემია ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება.

დათო ტურაშვილმა წიგნის ანტირასისტულ თემატიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას დიდი გამოხმაურება სწორედ ფერადკანიან მკითხველში ჰქონდა. მწერალი ნიგერიელი სტუდენტის ცემის ფაქტსაც გამოეხმაურა, რომელიც წერეთლის უნივერსიტეტში 21 ოქტომბერს მოხდა. "განსხვავებულის მიმართ შიში გამოიწვია ორასწლიანმა მონობამ, რადგან თავისუფალ ადამიანს არაფრის ეშინია, ეშინია მონას. ქართველს არ ეშინოდა მრავალფეროვნების კულტურული, ეთნიკური, რელიგიური განსხვავებულობის. ამ მრავალფეროვნებამ შექმნა ის უნიკალური კულტურა, რითაც ქართველი ამაყობს, ამ მრავალფეროვნებაზე მიუთითებდა რუსთაველიც "გვაქვს უთვალავი ფერითა", - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს